ალ შიშანი დააკავეს
ამერიკულმა სპეცრაზმმა ერაყში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური, პანკისელი ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი დაატყვევა.
ამის შესახებ სააგენტო “ეინი” წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია კირკუკში გასულ პარასკევს ჩატარდა. ალ-შიშანთან ერთად სპეცრაზმელებმა მისი 2 თანამებრძოლი აიყვანეს, 7 კი მოკლეს. ოფიციალურ ვაშინგტონს ალ-შიშანის დაკავების ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია. მანამდე მისი დაღუპვის შესახებ მედიაში ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა.