ნოდარ ხადური: ვერ გეტყვით, ვინ მოხვდება საკადრო ცვლილებებში!
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი, ნოდარ ხადური ვერ აკონკრეტებს, მოუწევს თუ არა დაკავებული თანამდებობის დატოვება.
როგორც ჟურნალისტებს ხადურმა განუცხადა, მთავრობა მუშაობას გააგრძელებს იმისათვის, რომ ბიზნესგარემო უფრო უკეთესი იყოს საქართველოში.
„ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვა გაგრძელდება და ჩვენი პრიორიტეტები, რაც გაცხადებული გვქონდა, იქნება შესრულებული. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ვერ გეტყვით, ვინ იქნება ცვლილებებში მოხვედრილი. სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები აქტიურად თანამშრომლობენ, მაგრამ ბატონი გიორგის გადასაწყვეტი იქნება, რომელი მინისტრი გააგრძელებს მუშაობას და რომელი არა“, - დასძინა ხადურმა.