ვინ დაიკავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა?

ვინ დაიკავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა?

დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმომადგენლობითმა საბჭომ წარადგინა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. არჩევნების შედეგად, ეს თანამდებობა,  ქეთი ქოქრაშვილმა დაიკავა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2015 წლის 25 დეკემბერს, ხოლო აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატი წარმომადგენლობით საბჭოში 2015 წლის 26 დეკემბერს დამტკიცდა. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში 24 დეკემბერს გაიმართა.  

 

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 2015 წლის 12 დეკემბერს და დასრულდა 18 დეკემბერს;

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება;

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: