ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობას ნდობას არ გამოვუცხადებთ!

ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობას ნდობას არ გამოვუცხადებთ!

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისი გუნდი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ გეგმავს.

 

როგორც ჟურნალისტებს ჩიქოვანმა განუცხადა, სამთავრობო პროგრამაში სიახლე არაფერია.

 

„ჩვენი გუნდი მთავრობას ნდობას ისე არ გამოუცხადებს, როგორც ეს სამი თვის წინ მოხდა. მინისტრებს კითხვებს დავუსვამთ და გვაინტერესებს, მთავრობა 2016 წლის არჩევნებამდე პროცესების მიყვანას როოგრ აპირებს?“, - დასძენს ჩიქოვანი.

 

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატთა მოსმენა ამ წუთებში მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: