რას სთხოვს ეკა ბესელია მედიას?

რას სთხოვს ეკა ბესელია მედიას?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი არამარტო პატიმართმოძულეა, არამედ ქალთმოძულეცაა.

 

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მას ელისაშვილი პირდაპი ეთერში არ უჯდება, რადგან მას საზოგადოების თვალებში შეხედვის ეშინია.

 

„ამ შეთავაზებას ბოლომდე ძალაში ვტოვებ. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, საქმე რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს. მედიას გთხოვთ, მას ერთი კონკრეტული კითხვა დაუსვით - ეკა ბესელია რა ფორმით, რა საშუალებით და რა მეთოდით ახდენდა მასზე რაიმე სახის ზეწოლას?! ეს ადამიანი არამარტო პატიმართმოძულეა, არამედ ქალთმოძულეცაა“, - დასძინა ბესელიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: