ფოთში ლტოლვილებისთვის ახალი კორპუსები აშენდება
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ რეგიონებში დევნილებისთვის განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ევროკომისიის ოპერაციების ხელმძღვანელთან რამონ რეიგადასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ფოთში, "ახალ უბანში" დამატებით 280 ბინიანი 7 ახალი კორპუსის მშენებლობაზე ისაუბრეს, რომელიც მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
ახალ უბანში, ევროკომისიის დაფინანსებით, უკვე აშენდა 1168 ბინიანი 32 კორპუსი, სადაც დევნილები ცხოვრობენ.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო ევროკომისიის 3-წლიან პროექტს, რომელიც 2013-2015 წლებს მოიცავს და ითვალისწინებს დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საარსებო წყაროს გაჩენას მცირე ბიზნესგრანტების დაფინანსების კუთხით.
მხარეები თანამშომლობის გაგრძელებაზე და ურთიეთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ დაიგეგმება ერთობლივი პროექტები.