შალვა რამიშვილი, გიგი უგულავას შეწყალებას ითხოვს

შალვა რამიშვილი, გიგი უგულავას შეწყალებას ითხოვს

დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებას ჟურნალისტი, შალვა რამიშვილიც ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას იგი სოციალური ქსელით ავრცელებს.

 

,,გიგი უგულავა არ ზის ორმოცდამეათე პატიმრად 12 საწოლიან საკანში. ის ზის მარტო და სავარაუდოდ გამოსვლამდე ასე იჯდება გადაკეტილი.

 

გიგი უგულავას არ ურტყავენ დუბინკას თირკმელებში საკანში სიცილისთვის. მას იქ ტელევიზორი აქვს.

 

გიგი უგულავა არ დარდობს იმას, რომ ოჯახი შიმშილით ამოუწყდება.

 

გიგი უგულავას არ დაუჭრიან მატრასს და ტანსაცმელს შმონისას. მოკლედ, გიგი უგულავა არ ზის ისე, როგორც იჯდა მისი მერობისას ციხეში მყოფი ათიათასობით მოქალაქე.

 

მაგრამ სულ არ მინდა, რომ წამებულის მანტია ესხას გიგი უგულავას. ამიტომ უნდა გაღებულ იქნეს მოწყალება და შეწყალებულ უნდა იქნეს იგი გიგი”, -წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე რამიშვილი.

 

შეგახსენებთ, გიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილმა მიმართა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი მერის შეწყალების თხოვნა არ გაითვალისწინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: