რისკენ მოუწოდებს შალვა შავგულიძე იუსტიციის საბჭოს წევრებს?

რისკენ მოუწოდებს შალვა შავგულიძე იუსტიციის საბჭოს წევრებს?

ფრაქცია „თავისუფალი დემორატების“ წევრი, შალვა შავგულიძე იუსტიციის საბჭოს წევრებს მოუწოდებს დაკავებული თანამდებობები დატოვონ.

 

როგორც ჟურნლაისტებს შავგულიძემ განუცხადა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს ხმა პარლამენტმა მისცა და დეპუტატებს იმედი ჰქონდა, რომ ისინი სამართლიანი სასამართლოს უფლების დამკვიდრებას ხელს შეუწყობდნენ.

 

„მათი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ლევან მურუსიძის დანიშვნას უკავშირდება, იუსტიციის საბჭოს წევრები იმ ფუნქციას ვერ ასრულებენ, რისთვისაც ჩვენ მათ ლეგიტიმაცია მივეცით. მათ მოვუწოდეთ, თავად გადადგნენ და თანამდებობები დატოვონ, რადგან ისინი იმას ვერ აკეთებენ, რაც წესით უნდა აკეთონ. იუსტიციის საბჭოს სასამართლოს კორპუსის ფორმულირებაში და მის ადმინისტრირებაში განსაკუთრებული როლი აქვს მინიჭეებული. ააქედან გამომდინარე, რაღაც კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად შესაცველია“, - განაცხადა შავგულიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: