მთავრობას, პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ფორმატში უსმენენ
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.
კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აცნობს.
მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილის გამოსვლა დასრულდება, მას დეპუტატები კითხვებით მიმართავენ, შემდეგ კი, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.
კერძოდ, პროცედურის მიხედვით, უმცირესობა-უმრავლესობას გამოსვლითვის 15—15 წუთიანი დრო მიეცემათ, ფრაქციებსა და კომიტეტებს 10-10 წუთიანი, ხოლო ცალკეული დეპუტატები 3 წუთიანი რეჟიმით ისარგებლებენ.
პარლამენტი დღეს მთავრობის შემადგენლობას კენჭს უყრის. მას ნდობის მიღებისთვის 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება.