უსუფაშვილი: დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არა დასასრული!

უსუფაშვილი: დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არა დასასრული!

„სასიხარულო ამბავი გვაქვს, რომ დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არა დასასრული“, - ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უნდა მოუსმინონ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავთ უსუფაშვილმა განაცხადა.

 

სხდომაზე ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიოგი კვირიკაშვილი გამოდის.

 

„წინა სხდომები გვახსოვს, რომელიც ღამის 3 საათზე დასრულდა. შესაბამისად, გამოცდილება გვაქვს. თუ ამ საკითხს ყველა რაციონალურად მივუდგებით, გვიან ღამემდე შეიძლება დავასრულოთ სხდომა“, - დასძინა უსუფაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: