დიმიტრი ლორთქიფანიძე საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

დიმიტრი ლორთქიფანიძე საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  თუ ვიქნები რომელიმე  ფრაქციის მიერ მიწვეული, ჩემს კანდიდატურას არ მოვხსნი, მივალ  პლენარულ სხდომაზე  და წარვსდგები საზოგადოების წინაშე“, - ამის შესახებ  სახალხო დამცველის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „ივერონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, ის არ აპირებს ზურგი აქციოს საზოგადეობის მხარდაჭერას.  თუმცა აღიარებს, რომ მისი კონკურენტი ნინა ხატისკაცი გამოცდილი იურისტი და პროფესიონალია.


საყურადღებოა, რომ ლორთქიფანიძე სახალხო დამცველად არჩევის  შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,    აპირებს დაინტერესდეს როგორც ირაკლი ოქრუაშვილის, ბუტა რობაქიძის, ეკა ბერიძის ვაჟის, ისე სხვა პოლიტპატიმართა საქმეებით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: