ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

პრემიერი: საქართველო უნდა გაერთიანდეს საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს!

პრემიერი: საქართველო უნდა გაერთიანდეს საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს!

"საქართველო უნდა გაერთიანდეს, საზოგადოება უნდა გამთლიანდეს და საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს, ეს იქნება ჩვენი უმთავრესი გამარჯვება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ორდღიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს და ტელემაყურებელს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენდა.

 

პრემიერის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობამ წარადგინა დეტალური ხედვები, როგორ გახდეს ქვეყანა უკეთესი, შეიქმნას მეტი დოვლათი და მოქალაქეებმა თავი უკეთ იგრძნონ. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში ორი დღის განმავლობაში საინტერესო დებატები გაიმართა.

 

„იყო მცდელობა, ჩვენი კონსტრუქციული, მეგობრული, თანამშრომლობის სულისკვეთებით გაჟღენთილი ტონალობა შეცვლილიყო. ჩვენ არ ავყევით ამ მცდელობებს და დავრჩით იმავე ტონალობაში, რა ტონალობითაც ვაპირებთ, გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება. ვფიქრობთ, ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება. ეს იქნება ჩვენი მთავარი ქვაკუთხედი, ისევე, როგორც ეკონომიკის განვითარება, მეტი დოვლათის შექმნა ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის, თითოეული თანამოქალაქის წინაშე.

 

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: