ელადა დაეცა, რა ელის საქართველოს?!

ელადა დაეცა, რა ელის საქართველოს?!

მიკვირს, მაგრამ არ მიკვირს - დეკემბრის ბოლო რიცხვებში საბერძნეთში დატრიალებული უღმერთობა (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ისე „გაატარა“ ქართულმა საზოგადოებამ, თითქოს არაფერი მომხდარა მართლმადიდებლურ სამყაროში, თითქოს წინასაახალწლო ეიფორია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ძველი ელადის საუფლოში!

 

მიკვირს იმდენად, რამდენადაც ამაზე ხმა არც ქართულ ეკლესიას (უპირველესად, მაღალ იერარქიას ვგულისხმობ) დაუძრავს, არც გაუფრთხილებია საკუთარი სამწყსო, თუ რა განსაცდელის წინაშე შეიძლება დადგეს უახლოეს მომავალში საქართველოც...

 

არ მიკვირს იმდენად, რამდენადაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უფრო ის აინტერესებს, მომავალში რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრობიდან ემოციურ ნოტაზე გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილი, ან რომელი „ახალი სახეებით“ ჩააანაცვლებს „ქოცების“ არმიას საქართველოს უგვირგვინო „მეფე“ ბიძინა ივანიშვილი.

 

არ მიკვირს იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის მთავარი საზრუნავი სულის გადარჩენაზე მეტად ხორცის გადარჩენაა, რომელიც ყველაფრისადმი შეგუებას, ყველა უმსგავსობაზე თვალის დახუჭვას გვაიძულებს!

 

კულუარებში უკვე საუბროპბენ იმაზე, რომ 2016 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინების კანონპროექტის ინიცირება მოხდება - ასახელებენ კონკრეტულ პარტიას „ქართული ოცნებიდან“ და აღნიშნული ინიციატივის კონკრეტულ ავტორსაც!

 

არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, რომლის მიხედვითაც, არჩევნებამდე აღნიშნული თემის წამოწევა არ მოხდება, რადგან არ უნდათ ამომრჩეველში (იგულისხმება მართლმადიდებელი მრევლი) დისოსნანსი შეიტანონ და ხმები დაკარგონ. ხოლო, როგორც კი გაინაღდებენ ხელისუფლებას, ეგრევე შეეცდებიან ზემოთ ხსენებული კანონპროექტის მიღებას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების „აუცილებლობით“ შეიფუთება.

 

არსებობს მცირე ჯგუფი, ვინც „ამტკიცებს, რომ ამას საქართველოში ვერ გაბედავენ (გაბედავენ და მერე როგორ!), რადგან, ჩვენ ტრადიციული მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და ამას მარიამ ღვთისმშობელიც (რადგან საქართველო მისი წილხვედრი ქვეყანაა) არ დაუშვებს.

 

წინასწარ იმის გააზრება ნამდვილად ძნელია, რას მოიმოქმედებს ქართველი ერი  განსაცდელის ჟამს და რამდენად მედგრად დადგება საკუთარი რწმენის (იდენტობის) სადარაჯოზე, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან დამშვიდების უფლება ნამდვილად არა გვაქვს!

 

ქართული მედიასაშუალებები, ნაცვლად იმისა, რომ განგაშის ზარს ტეხდნენ და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებდნენ, იობის სიმშვიდით გატრუნულნი არიან. სხვათაშორის, ამ თემით განსაკუთრებული დაინტერესება არც სოციალურ ქსელში იგრძნობა („ლაითი“ გამოხმაურებები არ მიიღება მხედველობაში). არადა, საფრთხე რომ რეალურია, მტკიცება არ უნდა.

 

სამწუხაროდ, საბერძნეთის მოსახლეობა ამ სატანისტურ გადაწყვეტილებას ნელ-თბილად შეხვდა. პროტესტის უკიდურეს ფორმას ვინ ჩივის, ქვეყანაში (საზოგადოებაში) არც იგრძნობა, რომ ძველი ელადა დააჩოქეს და სატანასთან წილნაყარი გახადეს. აღნიშნულ კანონთან შემგუებლობა კი ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალიზმი საბერძნეთში ცხოვრების ნორმად იქცევა, რასაც დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს!

 

თუ წმინდა წერილებს ვერწმუნებით, სოდომ-გომორის ცოდვების დაკანონება ბოლო ჟამის გამოკვეთილი ნიშანია და იგი ძვირად დაუჯდება კაცობრიობას!..

 

ნიშანდობლივია, რომ მოსახლეობისგან განსხვავებით მტკიცე პოზიცია უჭირავს საბერძნეთის სასულიერო იერარქიას. ისინი თვლიან, რომ ახალი კანონის მიხედვით სახელმწიფომ მართლმადიდებობის დევნის ახალი ფურცელი გადაშალა!

 

„ჩვენ გვდევნიან, შეურაცხგვყოფენ, შეიძლება დაგვაპატიმრონ და მოგვკლან. ჩვენ უნდა დავრჩეთ სარწმუნოების ერთგული სიკვდილამდე... მორჩილება ჯერ არს ღმრთისა, ვიდრე კაცთა“ - წერს პირიის მიტროპოლიტი სერაფიმე.

 

მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, სოდომისტების ლეგალიზების მომხრე პოლიტიკოსებს არჩევნებამდე რომ განეცხადებინათ თავიანთი პოზიცია, ისინი ხმას ვერ მიიღებდნენ. პოლიტიკოსებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ეკლესია, როცა ამომრჩეველთა ხმა სჭირდებათ, ამიტომ იგი მოუწოდებს საკუთარ მრევლს მომავალში მხოლოდ მართლმორწმუნე პოლიტიკოსებს მისცენ ხმა... „ჩვენ თავად მოვწამლეთ საბერძნეთი“ - აცხადებს იგი.

 

გარტნის მიტროპოლიტმა, იერემიამ „ერთსქესიანთა ქორწინების“ კანონს „სამარცხვინო“ უწოდა და მისი მიღება საბერძნეთის პარლამენტის მხრიდან უდიდეს ცოდვად და გარყვნილების ლეგალიზებად მონათლა - „ჩვენი სახელოვანი ერი დაეცა“ - განაცხადა მან.

 

იგი წერს, რომ უფალი წაიღებს დაცემული საბერძნეთისგან მადლს, თუმცა სწამს, რომ საბოლოოდ ქრისტეს მხედრები გაანადგურებენ სატანისტთა ყველა გეგმას!

 

ძნელი სათქმელია, რამდენად გამოაფხიზლებს სოდომ-გომორის ცოდვის გზაზე შემდგარ ბერძენ ერს სასულიერო იერარქების თავგანწირვა და სატანისტური გადაწყვეტილების საჯაროდ მხილება, მაგრამ ეს მწარე გაფრთხილება უნდა გახდეს დანარჩენი მართლმადიდებელი სამყაროსთვის - უპირველესად, ქართველი მრევლისთვის, რომელიც ძალიან მალე შეიძლება მსგავსი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდეს.

 

თუ დღევანდელი ქართველი პარლამენტარების პათოსს გავითვალისწინებთ, რომლებმაც აუკანკალებლად აუწიეს ხელი ანტიდისკრიმინაციულ კანონს (რაც, სწორედ ერთსქესიანთა ქორწინების წინაპირობაა) და, თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მომავალი პარლამენტიც ანალოგიური სულისკვეთების ე.წ. პოლიტიკოსებით იქნება გაძეძგილი, ქართველმა ერმა (ქართველმა ამომრჩეველმა) თადარიგი აქედანვე უნდა დაიჭიროს - ბერძენი მოტროპოლიტის სერაფიმეს თქმისა არ იყოს, წინასწარ უნდა იცოდეს, რა მრწამსის მატარებელია მისი „რჩეული“ და ხმაც ამის მიხედვით უნდა მისცეს!

 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავითავისოთ: ურწმუნო და გარეშე ძალებიდან თავსმოხვეულ სისაძაგლეზე უაპელაციოდ ხელის ამწევი (ხელის მომწერი) პოლიტიკოსები ქვეყანას ხეირს არ დააყრიან!

 

ამიტომ, ვიდრე საშინელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით, წინმასწარ უნდა ვაგრძნობინოთ საკუთარ ხელისუფლებას, რომ ერი საკუთარი მრწამსის, საკუთარი იდენტობის წაბილწვის უფლებას არავის მისცემს!!!

 

სწორედ ეს არის ერის გადაუდებელი ამოცანა და არა „თბილისის პანორამის“ თუ სხვა მსგავსი, ე.წ. პროექტების გრანდიოზულობა და მასთან დაკავშირებული მოჩვენებითი სიკეთენი.

 

ერის გადარჩენა მისი სულის გადარჩენაზე გადის!

 

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: