მერიის სპეციალური განცხადება "ჰერმესთან" დაკავშირებით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მერიის მიერ "ჰერმესთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებთან და გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს , რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.
"სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით, ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას. საზოგადოებისთვის ეს მეთოდები კარგად ცნობილია და ამაზე ამომრჩეველმა მკაფიო უარი თქვა 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში.შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელი პროვოკაციაზე საუბრობს. ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.
როგორც ბაჩო დოლიძე აცხადებს, მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მერიას შპს "ჰერმესის" ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი.
მერიამ "ჰერმესთან" დაკავშირებული პროვოკაციის შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.