ირინა სარიშვილი: „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებენ!

ირინა სარიშვილი: „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებენ!

„ციხის კადრებმა განაპირობა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება - ავიცილეთ სისხლიანი დაპირისპირება, ეს კი  შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ბიძინა ივანიშვილი წავიდა დათმობაზე!“- ამის შესახებ  ირინა სარიშვილმა „ივერონის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.


რაც შეეხება ამჟამინდელ  მდგომარეობას და მიმდინარე დაპატიმრებებს, სარიშვილის განმარტებით, საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ არავინ ისჯება საკუთარი დანაშაულის მიხედვით.


მისი თქმით, პარლამენტში გვყავს ორი ძალა, ვართ ორხელისუფლებიანობის პირობებში და არაფერი იცვლება. „ ნაციონალები“ და „ ქართული ოცნება“ (ანუ„რესპუბლიკელები“) შეთანხმებულად მოქმედებენ, ისინი იღრწვიან იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ მესამე ძალის წარმოქმნა”, _ამბობს სარიშვილი.  თუმცა,  რა მესამე ძალაზეა საუბარი,  პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს.


„ივერიონის“ კითხვაზე:  დაბრუნდება თუ არა იგორ გიორგაძე საქართველოში, გიორგაძის  პარტიის ყოფილი მდივანი პასუხობს: „მისი დაბრუნების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.  რაც შეეხება მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის არქონას, ამაზე ძალიან ვწუხვარ.  იგორ გიორგაძე პიოლიტდევნილი  ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო“.


სარიშვილი თვლის, რომ იგორ გიორგაძის დაბრუნება  ვერაფრით დაეხმარება უმრავლესობას სამართალწარმოებაში.  „ყველა პოლიტდევნილის  დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად  იგორ გიორგაძესაც დააპატიმრებენ“,- ამბობს სარიშვილი.


ასევე, სარიშვილი  თბილისის მერის გიგი უგულავას ბოლოდროინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა. „გიგი უგულავამ თავი წინასწარ გამოაცხადა მსხვერპლად. რადგან მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყეს, ეს არ ნიშნავს,  რომ აუცილებლად სხვებსაც  დააპატიმრებენ“, - განაცხადა სარიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: