იოჰანეს ჰანი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების რეალიზაციისთვის გატარებული სამუშაოთი კმაყოფილია

იოჰანეს ჰანი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების რეალიზაციისთვის გატარებული სამუშაოთი კმაყოფილია

ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების რეალიზაციისთვის გატარებული სამუშაოთი კმაყოფილია. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის დებატებზე გამოსვლისას განაცხადა. 

 

"რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების რეალიზაციისთვის ძალისხმევა არ დაიშურა. შთამბეჭდავი შედეგები სახეზეა. უცხოური ინვესტიციები საქართველოში მკვეთრად გაიზარდა. სხვა მაჩვენებლებიც დამაიმედებელია. სავიზო ლიბერალიზაციის გეგმაც ეფექტიური ინსტრუმენტი გამოდგა რეფორმების ხელშესაწყობად. სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველომ დაიწყო სასამართლო სისტემისა და პროკურატურის რეფორმირებისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით, რათა ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ არ იყოს უკანონო კონტაქტი საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი წევრების წინააღმდეგ,"-აღნიშნა ჰანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: