რა განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში ანდრეი მამიკინსმა?

რა განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში ანდრეი მამიკინსმა?

"რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების მიუხედავად, ქართველებმა შეუძლებელი შეძლეს",- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრეის მამიკინსმა სტასბურგში გამართულ დებატებზე განაცხადა.

 

„2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა შეწყდა და ქვეყანა ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა შეუძლებელი შეძლეს. მათ გაატარეს წარმატებული რეფორმები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სასამართლოს რეფორმა. საქართველოში გამყარდა დემოკრატია, განვითარდა ეკონომიკა, რასაც მოჰყვა ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის წარმატებით დასრულება. ჩემი ზოგიერთი კოლეგა მუდმივად აკრიტიკებს საქართველოს. მართალია, ჩვენ დემოკრატიის შუქურა ვართ, მაგრამ ვის ვასწავლით ჭკუას? საქართველოს, რომელიც ევროპული ცივილიზაციის აკვანია და რომელსაც სახელმწიფოებრიობის ათასწლოვანი ისტორია აქვს?“-აღნიშნა დეპუტატმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: