რას ეტყვის ქეთრინ ეშტონი ივანიშვილსა და სააკაშვილს?

რას ეტყვის ქეთრინ ეშტონი ივანიშვილსა და სააკაშვილს?

„ბიძინა ივანისვილმა საგარეო პოლიტიკის გამოწვევაზეც უნდა იფიქროს,“ _ აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი. მან ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ეთერში განაცხადა.


ეშტონმა  პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატა და გადაწყვიტა, აზიაში დიპლომატიური ტურის დაწყებამდე, საქართველოს ეწვიოს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტთან.


"ჩვენ მოწმე გავხდით დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელიც საქართველომ მიიღო. მე ვეტყვი პრემიერ ივანიშვილს -  ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამდენ ძალისხმევას ახმარს ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევების გადალახვას და, რომ მას სჭირდება, ასევე, იფიქროს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკის ზოგ გამოწვევებზეც. ამასთანავე, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების კუთხით, გაკეთდეს ღიად და გამჭვირვალედ. ასევე ვეტყვი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მისი მემკვიდრეობა უკვე იგრძნობა საქართველოში და მნიშვნელოვანია, მან გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან. მნიშვნელოვანია, მან უბიძგოს საქართველოს წინსვლისაკენ იმ საკითხებში, რომელთა რწმენაც მას აქვს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ურთიერთობისა, რომელიც, მე მჯერა, როგორც ჩვენთვის, ისე ქართველებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია",- განაცხადა ეშტონმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: