საჩხერეში ახალ სამედიცინო ცენტრს დავით სერგენკო გახსნის
დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკომ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ახალი კორპუსს გახსნის.
მიმდინარე წლის განმავლობაში კლინიკის ახალი ნაწილის გახსნასთან ერთად, გარემონტდა სამედიცინო ცენტრის ძველი შენობის ნაწილიც.
საჩხერის საავადმყოფოს ორივე კორპუსი 120 საწოლზეა გათვლილი. სამედიცინო ცენტრი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. კლინიკაში იმოქმედებს ამბულატორიული და სტაციონალური სერვისები, ასევე საოპერაციო და სამშობიარო ბლოკი.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის ამბულატორიას ყოველდღიურად 500-600 ადამიანი მიმართავს.
სამედიცინო ცენტრში დასაქმებულია 635 ადამიანი. მუდმივად ხდება კლინიკის სამედიცინო პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რისთვისაც შესაბამისი ტრენინგები ტარდება.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ახალი კორპუსის გახსნას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრებიც დაესწრებიან.
ამის შესახებ "ივერიონს" ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა სოფო გვალიამ აცნობა.