აზებაიჯანში ქართველი მძარცველები დააკავეს
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქართველები აზერბაიჯანში ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურს ძარცვის დროს დააკავეს.
თავდასხმა აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ავტოგასამართ სადგურს თავს შეირაღებული პირები დაესხნენ, რომელთაც სადგურის პერსონალი თოკით დააბეს და 4 ათასი აზერბაიჯანული მანათი გაიტაცეს.
გამოძიების შედეგად, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ძარცვაში ბრადებული საქართველოს მოქალაქე ნოდარ გარუჩავა დააკავეს.
დაკავებულის ავტომობილის დათვალიერებისას, აღმოჩენილია ერთი ავტომატი, ერთი რევოლვერი, ერთი დანა და 30 ჰილზი ავტომატისთვის, ხოლო 6 ჰილზი რევოლვერისთვის.
გამოძიებით ასევე დადგინა, რომ დაკავებულს ძარცვაში ეხმარებოდნენ აგული აფშილავა და ალექსანდრე აფშილავა.