შსს-მ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ 18.12.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ს. ს. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ონტოპოში დააკავეს.
ს. ს. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-a, 53/1-c, 53/1-b, 53/1-d, 53/1-e, 53/3, 62/1, 58 და 52/2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც თაღლითობას და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.
ს. ს-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები. ამ დროისთვის დაკავებული შესახლებულია პენიტენციალური დეპარტამენტის N2 დაწესებულებაში.