მეუფე იაკობი: მთავარია, სამმა ადამიანმა აღიაროს!

მეუფე იაკობი: მთავარია, სამმა ადამიანმა აღიაროს!

დღეს გიორგობაა. სამების  საკათედრო  ტაძარში  საზეიმო  წირვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ცურტავის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა.


„მე მივმართე რამდენიმე პიროვნებას,  ხელი არ შეუეშალონ ქართველ ერს არჩეული მიზნისკენ სვლაში!“- ეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა  მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობმა ქადაგების დასაწყისში წმ. გიორგის ღვაწლზე ისაუბრა. ასევე  შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომს და  აღნიშნა, რომ მაშინ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირება ხდებოდა  და  ვერავინ შეეგუება, რომ საკუთარი მიწა სხვას დაუთმოს.


მისი განცხადებით, არ შეიძლება ქართველი ერის დაყოფა და არჩევნების შემდეგ გაერთიანების იმედი გაჩნდა.


„როგორც ჩანს, მათ არ ჰყოფნით ვაჟკაცობა. ძნელია, როცა წაგებული ომის შემდეგ გამოდიხარ და იძახი მოვიგეთო. ჩვენ, ქართველებმა ომი წავაგეთ. ქართველი ვაჟკაცების გვამები გაციებული არ იყო  და რუსთაველზე საზეიმოდ შეიკრიბნენ. საინტერესოა, ვის მოუგეს ომი? ამას ვერ დავივიწყებთ, მაგრამ თუ მოინანიებენ, მიეტევაბათ.  სულგრძელობას ყველას ვერ მოვთხოვთ, შეიძლება ქვეყნის სათავეში იყო, მაგრამ არ იყო სულგრძელი. ქართული ეკლესია ყოველთვის ამხელს სიცრუეს. თუ არ გავიხსენებთ არსებულ მაგალითებს, შეიძლება იგივე მდგომარეობაში დღესაც აღმოვჩნდეთ. მთავარია, სამმა ადამიანმა აღიაროს და ათასობით ადამიანი გათავისუფლდება შიშისგან“, - თქვა მეუფე იაკობის ქადაგებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: