სერგეი ლავროვი: მზად ვარ ჩემ ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრობს ვლადიმერ პუტინიც.
"მზად ვარ ჩემ ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა", - განაცხადა ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რაც შეეხება ზოგადად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ღრმა კრიზისიდან გამოდის.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს, თუმცა დიპლომატიური ურთიერთოების არარსებობის პირობებში ეს უცნაურად ჟღერს.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს საქართველოსთან ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს და ქართველი ხალხი არ უნდა იხდიდეს საფასურს მიხეილ სააკაშვილის შეცდომებისთვის.
ლავროვი ამტკიცებს, რომ 2008 წელს რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით მოქმედებდა.