ფეისბუკის მოგება გაიზარდა
ფეისბუკს მოგება გაეზარდა. გასული წლის ბოლო კვარტალში კომპანიის მოგებამ 5,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 50 პროცენტით აღემატება.
მნიშვნელოვნად მოიმატა სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობამაც. 2015 წლის მე-4 კვარტალში ეს მაჩვენებელი 14 პროცენტს მიუახლოვდა.