საქართველოში, ბოლო 24 საათში გრიპის ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გრიპის ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსით, საქართველოში, ბოლო 24 საათში 2 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი შემთხვევა გუშინ თბილისში დაფიქსირდა, მეორე კი დღეს - აჭარაში.

 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 5 H1N1-ით, 1 კი - H1N3-ით.

 

გამყრელიძის თქმით, ვირუსის მატება აღარ შეიმჩნევა, დინამიკა სტაბილურია, რაც სავარაუდოდ, სკოლებში სწავლის შეწყვეტამ და სხვა პრევენციულმა ღონისძიებებმა განაპირობა. 

 

ვირუსით დაავადებულთა ახალი მონაცემები პარასკევს 29 იანვარს საღამოს გახდება ცნობილი და 1 თებერვალს გამოქვეყნდება. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: