ალექსი პეტრიაშვილი ვილნიუსში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
სახემწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დღეს სახელმწიფო მინისტრი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს აუდრონიუს აჟუბალისსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრს რასა იუნკევიჩიენესს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ლიტვის რესპუბლიკის ახალ პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩუსთან, პარლამენტის თავჯდომარე ვიდა გედვილასთან, თაცდაცვის მინისტრობის კანდიდატ იოზას ოლეკასსა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ლინას ლინკევიჩუსთან. საკითხი შეეხო, არჩევნებს და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესს, ასევე, საართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც უცვლელი რჩება და განაგრძობს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ. პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ამ მხრივ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების საკითხები.