გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობს
"მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობს" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის ეს აუცილებელი იქნება.
"რა თქმა უნდა, ამაზე ვმსჯელობთ. საგადასახადო რეფორმის, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის, რაც თავის მხრივ, ლარის კურსზეც დადებით ეფექტს მოიტანს", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირებიკენ ოპოზიციაც მოუწოდებს.