გელა ნიკოლაიშვილი: ვიდრე ახალაიას მფარველები ჰყავს გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს!
"ბაჩო ახალაია ხელისუფლებას თანამშრომლობაზე დათანხმდება მას შემდეგ, რაც გააცნობიერებს საკუთარ მდგომარეობასა და მფარველების გარეშე დარჩება", _ ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ბაჩო ახალაია სანამ არ დარწმუნდება, რომ ძველი მფარველები აღარ ეხმარებიან, მანამ არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან. ახლა მას გარკვეული გარანტიები აქვს _ ზნეობრივ გმირად და ცოტნე დადიანად გამოცხადების შეპირებები! ხომ ხედავთ, რა მცდელობებია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, როგორ გაათეთრონ ის და როგორ შედიან მასთან ყოველდღე. როცა ახალაიას ეს იმედი ამოეწურება და დარწმუნდება, რომ ძველი მფარველები აღარ ეხმერებიან, ვფიქრობ, დადგება მომენტი, როდესაც გააცნობიერებს რეალობას და თანამშრომლობაზე წავა", _ აცხადებს ადვოკატი.
ამასთანავე, გელა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ ისეთი მძიმე დანაშაულებების ჩამდენი, როგორიც Bბაჩო ახალაიაა, რაც არ უნდა აღიაროს მან, ვადაზე ადრე გათავისუფლებას არ იმსახურებს.