საპროტესტო აქცია მართლმსაჯულების სახლთან

საპროტესტო აქცია მართლმსაჯულების სახლთან

მართლმსაჯულების სახლთან მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 

აქციის მონაწილეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეცვლას მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ არ არის გამჭვირვალე ის პროცესები, რომელიც საბჭოში მიმდინარეობს. მაგალითისთვის მოჰყავთ მოსამართლეთა დანიშვნა, რომელიც გასული წლის დეკემბერში განხორციელდა და გაზაფხულზე მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს.

 

ადვიკატთა ასოციაცისს თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ის მოსამართლეები, რომლებმაც ,,სამოქალაქო საზოგადოება მიიყვანეს უკიდურეს უბედურებამდე, უნდა მოშორდნენ სასამართლო სისტემას“.

 

"ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია იმისთვის არ გამხდარან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომ თბილ სავარძლებში მოკალათდნენ. მათ მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას და ისინი უნდა წავიდნენ საბჭოდან", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

 

საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი კი აღნიშნავს, რომ მოსამართლეებმა უნდა მოითხოვონ კონკრეტული საკანონმდებლო რეფორმების გატარება.

 

„თუ საქართველოს მოსამართლეებს უნდათ დამოუკიდებლობა, მაშინ მათი ხმა უნდა ისმოდეს ყველაზე უფრო ხმამაღლა და მათ უნდა მოითხოვონ კონკრეტული საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რომ მათ ქონდეთ დამოუკიდებლობის გარანტიები კანონით,“ - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა

 

აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი აქვთ პლაკატები, რომელზეც გამოსახულია როგორც ლევან მურუსიძე, ასევე იუსტიცის საბჭოს სხვა წევრები. აქციაზე წარმოდგენილია ასევე ლოზუნგები: "გაემიჯნე კლანურ მმართველობას", "მოითხოვე, მოიპოვე დამოუკიდებლობა", "მოითხოვე ცვლილებები და რეფორმები".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: