ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ლექვინაძე: მერიაში საკადრო გადაადგილებებია და ეს შეიძლება, გაგრძელდეს!

ირაკლი ლექვინაძე: მერიაში საკადრო გადაადგილებებია და ეს შეიძლება, გაგრძელდეს!

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობაში საკადრო გადაადგილებების პროცესი მიმდინარეობს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ლექვინაძემ განუცხადა, საკადრო ცვლილებების მთავარი მიზეზი დედაქალაქის უფრო ეფექტურად მართვაა.

 

"თბილისის მერიაში ოპტიმიზაციის პროცესი ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს, რათა ადმინისტრაციული ხარჯები უფრო ნაკლები იყოს, მართვა კი - ეფექტური. ამ დროისთვისაც იგივე პროცესია. გარკვეული საკადრო გადაადგილებები მერიაში მიმდინარეობს და ეს შეიძლება, გაგრძელდეს. ამის მთავარი მიზეზი მხოლოდ ერთი რამ არის - უფრო ეფექტურად მოხდეს არსებულ გამოწვევებზე რეაგირება. არანაირ დრამატულ პროცესებს ადგილი არ ექნება", - განაცხადა ლექვინაძემ.

 

ამასთან, ლექვინაძე დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მოადგილეებს შორის კურირების სფეროების ცვლილებას არ გამორიცხავს. რაც შეეხება თავად ირაკლი ლექვინაძის პოსტს, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე იგი თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე რჩება და რაიმე ახალ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა არ მიმდინარეობს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: