ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიორგი ქადაგიძე: ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველას დავძლევთ და გავუმკლავდებით!

გიორგი ქადაგიძე: ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველას დავძლევთ და გავუმკლავდებით!

მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტების გამოსვლასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდეტმა, გიორგი ქადაგიძემ მედიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში მიიწვია და მათ განახლებული ლარის ბანკნოტები დაათვალიერებინა.

 

"დღეს დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, სამწლიანი მუშაობის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, მიმოქცევაში გამოდის დღეს უკვე ახალი 20 ლარიანი და 50 ლარიანი ბანკნოტები, რამდენიმე თვეში გამოვა 100 ლარიანი და მომავალი წლის დასაწყისში სავარაუდოდ ასევე 5 და 10 ლარიანი ბანკნოტები, ახალი ბანკნოტების გამოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო. პირველი, ისინი მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად და დროთა განმავლობაში ცვეთასთან ერთად ძველი ბანკნოტები ამოვა მიმოქცევიდან და მას სრულად ჩაანაცვლებს ახალი.

 

ახალი ბანკნოტები არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული როგორც დიზაინით განახლებული, ასევე ტექნოლოგიურად. ასევე მნიშვნელოვანი დეტალია რომ მასზე დატანილია სუსტი მხედველობისთვის ამომცნობი ნიშნები და ასევე ეს პროცესი მთლიანად არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით მათი ბეჭდვა უფრო იაფი უჯდება ეროვნულ ბანკს ვიდრე უჯდებოდა ძველი ნომინალის ბანკნოტების ბეჭდვა. ეს არის პირველი განახლება ლარის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში. 

 

ზოგადად, განახლება და სიახლე ყოველთვის დაკავშირებულია დადებით პოზიტიურ მოლოდინებთან და ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ ევროპული საზომით ჯერ კიდევ არის ძალიან ღარიბი ქვეყანა. დიდ რაოდენობას ჩვენი მოსახლეობის არა აქვს ჯერ კიდევ ღირსეული ცხოვრების პირობები მაგრამ მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ყველა ჩვენ მოქალაქეს ვუსურვო მატერიალური კეთილდღეობა. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა გამოწვევას დავძლევთ და გავუმკლავდებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: