სახრჩობელა გამზადებულია _ თოფაძეს საკუთარი ფეხით მოუწევს ასვლა!

სახრჩობელა გამზადებულია _ თოფაძეს საკუთარი ფეხით მოუწევს ასვლა!

ადამიანურად ძალიან მეცოდება, მაგრამ, რადგან რიხიანად თქვა, თუ წამოცდა, „სასჯელისთვისაც“ მზად უნდა იყოს!

 

სოციალურ ქსელს რომ გადავხედე, გაოგნებული დავრჩი _ უმრავლესობისთვის სულერთია ერთით ნაკლები ბიზნესმენი ეყოლება თუ არა საქართველოს, ან დალევენ თუ არა „ყაზბეგს“ ლუდმოწყურებული ქართველები.

 

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

 

სინამდვილეში კი მე ყველაზე მეტად იმ ისტერიის შემეშინდა, რომელიც თვალის დახამხამებაში აგორდა _ თუ ერთნი თოფაძის დასჯას, მეორენი პარლამენტიდან „გარიცხვას“ (ეს მათი სიტყვებია), მესამენი მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ!..

 

სხვათაშორის, ამ ისტერიულ ნაზავში ისეთი სახელი და გვარიც აღმოვაჩინე, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ აქამდე დავიდოდა მათი აზროვნება!!!

 

პირადად მეც მაქვს ბატონ გოგისთან პრეტენზია, ოღონდ არა გუშინდელი გამოთქმის გამო, არამედ, იმის გამო, რომ, როცა კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშილს ხელი-ხელ ჩაკიდებული დაატარებდა და პრეზიდენტად მაღალი პროცენტით აურჩევლობის შემთხვევაში სავალალო პერსპექტივით გვემუქრებოდნენ, მაშინ რატომ არ გაახსენდა ღრმადპატივცემულ პარლამენტარს  „ნიჩურტა“ და ის დიაგნოზი, რომელიც მან (მარგველაშვილმა) ქართველ ერს თავხედურად დაუსვა?!

 

დიახ, მარგველაშვილის დიაგნოზი ქართველი ერის მიმართ _ გონებრივი სისუსტე მსუბუქი დებილობის ფორმით _ ზუსტად დაუნის სინდრომია და როცა ამ დიაგნოზს საკუთარ ერს უსვამ, პირველკაცობაზე პრეტენზია არ უნდა გაგაჩნდეს.

 

არ ვეთანხმები ბატონ გოგის გამონათქვამში „პრეზიდენტობა არ უნდა გეკადრა“. მარგველაშვილმა რაც თავის დროზე იკადრა (სწორედ „ნიჩურტას“ ვგულისხმობ), ამის შემდეგ ის ყველაფერზე რომ წავიდოდა, ჩვენ უნდა გვეფიქრა. უფრო ლოგიკური და კაცური იქნებოდა, თოფაძეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეეხსენებინა ეს საზოგადოებისთვის და მკაცრი არჩევანის წინაშე დაეყენებინა!

 

შეიძლება ივანიშვილის ხათრით გადაგვეყლაპა კიდეც მისი მხრიდან თავის დროზე ერის გონებასუსტად და დებილად მოხსენიება, მაგრამ, მაინც...

 

სხვებისგან განსხვავებით მე არა მგონია თოფაძემ სიტყვა „დაუნი“ შეგნებულად იხმარა და ამით მარგველაშვილს სუსტ წერტილზე ფეხი დააბიჯა (როგორც ამბობენ მას ამ სინდრომით დაავადებული შვილი ჰყავს), უბრალოდ, ხელოვნურად (სხვათაშორის, ზუსტად) გამოხატა ის, რაც მარგველაშვილის მიერ დასმულ „დიაგნოზში“ იგულისხმებოდა.

 

„ნიჩურტას“ სრულ ციტირებას არ შევუდგები, მაგრამ ზოგიერთ დეტალს შევახსენებ საზოგადოებას.

 

მარგველაშვილის აზრით, „ქართველ ერს ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება აქვს“, „ერის ცოცხალი ორგანიზმი ავადაა“, „ავადმყოფობის მიზეზი ტრამვიდან თანდართული შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ალბათ, უფრო კომპლექსური, კომბინირებულ მიზეზთა კონგლომერატთან გვაქვს საქმე“.

 

ქართველი ერის „გამოჩლუნგების“ თუ „გამოდებილების (ამ სიტყვის შემდეგ რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ თოფაძემ სიტყვა „დაუნი“ ახსენა) მთელი სიმძიმე მარგველაშვილმა საკუთარ სტატიაში რუსეთს აკიდა. ერის გადაგვარებაში, თურმე აქტიური როლი, მისი აზრით, „ქართლის დედასაც“ შეუსრულებია, რომელსაც ცალ ხელში თასი უჭირავს, მეორეში ხმალი!

 

ისე, ამ სიტყვების შემდეგ მარგველაშვილი რომ საქართველოს პრეზიდენტია, მართლაც ჩვენი გამოდებილების დასტურია!!!

 

ახლა რაც შეეხება ისტერიას, რომ თოფაძემ სიტყვა „დაუნის“ ხსენებით შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტს (თავისი შვილის გამო) და ყველა ამ სინდრომით დაავადებულს, თუ მის ახლობლებს, ეს არის ხელოვნურად გამოწვეული ქარიშხალი ჭიქაში, ეს არის სულწაწყმედილი ენჯეოების ინიციატივა, რომ ასევე ხელოვნურად ააგორონ აგრესიული ისტერია და თავიანთ ავანტიურაში ჩართონ საზოგადოების უმწიფარი თუ მიზანმიმართულად დაზომბირებული ნაწილი!

 

მე არ ვიცი, ეს შეუკვეთეს გოგი თოფაძეს თუ თავისი ინიციატივით გააკეთა, მაგრამ პრეზიდენტს რა პრეტენზიაც წაუყენა, ყველაფერში ვეთანხმები, ოღონდ, ეს ძალიან დაგვიანებულია და უფრო უკან მიდევნებულ ლამპარს წააგავს _ გვინდა არ გვინდა, მარგველაშვილი დღეს „გამოჩლუნგებული“ და „გამოდებილებული“ ერის პრეზიდენტია.

 

როგორც მართლმადიდბელი ქრისტიანი, ქედს ვიხრი ზემოთხსენებული სინდრომით დაავადებული ადამიანების წინაშე _ისინი ისეთივე ღვთისშვილები არიან, როგორიც ჩვენ, მაგრამ, არ მესმის, რატომ უნდა ავიყვანოთ გოგი თოფაძე სახრჩობელაზე. გვინდა, არ გვინდა ასეთი ადამიანები ბუნებაში არსებობენ და შესაბამისად, არსებობს სიტყვა „დაუნიც“!

 

პროვოკატორებო, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ ნაბიჯით იარ!!!

 

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: