ზვიად ნოდია: რას მალავს „მერვე მსოფლიო“ კრება?!

ზვიად ნოდია: რას მალავს „მერვე მსოფლიო“ კრება?!

მართალია, მასალა ეძღვნება ე. წ. მერვე კრებას, მაგრამ მის მოსამზადებელ პროექტთან ერთად ვაქვეყნებ, აგრეთვე,  ვისთვის ე. წ. კონსპირაციულ - შეთქმულების თეორიის და ვისთვის კიდევ - უსჯულობის საიდუმლოს აშკარა მოქმედების დოკუმენტს... 

 

კრების მოსამზადებელი პროექტი ჩვენი თხოვნით თარგმნა ვასილ ბურკაძემ, ხოლო - მემორანდუმის თარგმანი მოვიძიეთ საიტზე http://www.apocalypse.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.html;

 

ამასთანავე, გთავაზობთ ჩემს მიმოხილვას...                                                                                                                             

 

ცნობილია, რომ არსებობს ათეიზმი, რომელიც  ამტკიცებს ღმერთი არ არსებობსო, მაგრამ ნაკლებად ცნობილია, რომ არსებობს ადემონიზმი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს - ეშმაკი არ არსებობსო; ამ ჯურის ურწმუნოები თმების პუტვის დონეზე გაჰკივიან, რომ არავითარი მასონური მტერი არ ებრძვის კაცობრიობას; 

 

ამისთანებს ასეთი დოკუმენტაციით ვერ მოაგონიერებ. მალე ყველა დარწმუნდება, დროში გაწერილი პუნქტების შესრულებისდა -  კვალობაზე, როგორ ამოაყოფინა კაცობრიობას თავი ურთიერთშეუთანხმებლობამ - ერთადერთი "რჩეული ერის" ტყვეობაში...                                                                                              

 

ქრისტეს ეკლესია მუდამ საქმის კურსში იყო "უსჯულოების საიდუმლოს" მოქმედების შესახებ - ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან მოყოლებული, ქრისტეც ამახვილებს ყურადღებას და იოანეს "გამოცხადებაც", ხოლო მოციქულები და წმიდა მამანი, მტრის მოძრაობას ისე გადასცემდნენ თაობიდან თაობას, როგორც ბარიდან მთაზე და ციხე-სიმაგრეებზე ანთებული ცეცხლის პაროლები... დანარჩენი საზოგადოებისთვის კი, ისევე უცნობი იყო, როგორც ახლანდელებისთვის. 

 

და, თუ "რჩეულები" მანამდე დიდად ასაიდუმლოებდნენ და იშვიათად გამოჟონილა იატაკქვეშელთა  მკრეხელური გეგმების მწირი ინფორმაციები (რადგან საქმე ბოლომდე არ ჰქონდათ მიყვანილი), აწ  უკვე არავისი არ ეშინიათ და თავიანთი ძალების დემონსტრირებას აღარ ერიდებიან.

 

უფრო მეტიც, ამით აშინებენ, თრგუნავენ და იმორჩილებენ, რადგან ყველაფერი მათ ხელშია. მხოლოდ "ახალ ერს" მართლმადიდებლური ეკლესიის წევრ ქვეყნებს შეეძლოთ მათი გეგმების ჩაშლა, მაგრამ ამაზე თავიდანვე იზრუნეს და ძალა გამოაცალეს - ერესებით, რეფორმაციებით, მოდენიზმ-სეკულარიზმით და იერარქიის გადაბირებით...  

 

უარესიც, თავად ეკლესია აქციეს იმ ბაზად, რომელიც ეკუმენიზმით ამზადებს - ანტიქრისტულ მსოფლიო გაერთიანებულ რელიგიას! 

 

როგორც იუწყება, "აპოკალიფსის" რედაქცია, პროექტი გადმოუთარგმნია ინგლისურ-ბერძნულ-რუსული ინტერნეტ პორტალებიდან, საიდანაც ცნაურდება,  რომ 2014 წ. 25-29 ივნისს სტრასბურგში ხელი მოუწერიათ "საერთაშორისო მემორანდუმზე", რაც უნდა განხორციელდეს 2016 წლის მაისიდან, ვიდრე 2020 წლის აგვისტომდე. მემორანდუმი უშუალოდ ეხება თანამშრომლობას - პოლიტიკის, მმართველობისა და რელიგიის სფეროში და მისი მიზანდასახულებაა დამყარდეს - ახალი პლანეტარული რელიგია - საზოგადოების ახალი ტიპით, კულტურით, მორალით და ყოფაცხოვრების სისტემითურთ. 

 

ანუ, ეს არის - ეკლესიისა და საზოგადოების სრული გარდაქმნის, ანტი-ეკლესიისა და ანტი-საზოგადოების, იგივე ანტიქრისტეს სახელმწიფოს შექმნის პროექტი, რომელიც გაგრძელებაა დიდი ხნის წინ დაწყებული "ახალი ადამიანის" მისაღები გეგმა-რეფორმაციებისა და სასრული ეტაპისკენ გამალებულად მიემართება. 

 

ეს არის რევანში ქრისტეანობაზე, რამეთუ მათი "ახალი ადამიანი" განსხვავდება ქრისტეს "ახალი ადამიანისგან" - მართლმადიდებლობა ემსახურება "ძველი კაცის" - ადამის ჩანაცვლებას - "ახალი კაცით" - ქრისტეთი, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ადამს სამოთხეში დაბრუნების პირობად. 

 

ვინც ქრისტეს არ დასჯერდა, ტახტს უმზადებს ანტიქრისტეს და სამოთხის ნაცვლად "ამქვეყნიურ სამოთხეს" იშენებს თავისთვის, დანარჩენი კაცობრიობისათვის კი - საკონცენტრაციო ბანაკს. საამისოდ კი იყენებს რელიგიებსაც. 

 

პროექტის სტატიების მიხედვით მიხვდებით, თუ რას ემსახურება ე. წ. მერვე კრებაც; დოკუმენტს ხელს აწერენ: ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ვატიკანის წარმომადგენელი, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელი და მართლმადიდებლური ეკლესიების იერარქები - კონსტანტინეპოლის, სლავური და რუსეთის საპატრიარქოს, კვიპროსის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, იერუსალიმის და სხვ...   

 

მემორანდუმის არსია ეკუმენისტური დევიზი - "ჩვენ კვლავ და მრავალგზის ვლოცულობთ ერთი ღმერთის მიმართ და ერთი კაცის მიმართ, რათა მოევლინოს წუთისოფელს პლანეტის ყველა პრობლემის გადასაჭრელად". 

 

ცხადია, მარტო რელიგიით, ამ შემთხვევაში, ანუ მარტო ეკუმენიზმით არ მოვა ანტიქრისტე და ასეთი მემორანდუმ-ინსტრუქციები(სხეულში ჩიპიზაცია, სოდომიზაცია და ა.შ...) გარედან ამზადებს ანტიქრისტეს ტახტს, ხოლო შინაგანად, შიგნით, წიაღში უკვე მომწიფდა მისი მოვლინების პირობები, რელიგიურადაც და სოლომონის ტაძრის მეჩეთისგან განთავისუფლების სამხედრო-პოლიტიკური დამოკიდებულებითაც. ეტყობა, უკვე მიუახლოვდნენ ფინიშს და 2015 წლის 1 თებერვალს, ისრაელის ქალაქ  რიშონ-ლე-ციონში, რაბინმა აბრაამმა, 25 რაბინის სახელით გააკეთა ოფიციალური განცხადება: "მოშიახი(მესია) და მეფე უკვე ცხოვრობს მატერიალურ სხეულში და ჯანმრთელადაა"! (შდრ. "ერთი ღმერთის და ერთი კაცის" მომლოდინე ეკუმენისტებს); 

 

როგორც იქნა, აჰა, თქვენც გეშველებათ და ჩვენც, რადგან თუ ეს მართალია, ამას მალევე მოსდევს ქრისტეს მეორედ მოსვლა და დამთავრდება ჩვენი ჯვარცმა - თქვენგან...  ჯვარცმა, რაზედაც უკვე ვილაპარაკე და აქ თეზისების სახით, მოკლედ მოგაწვდით "მემორანდუმიდან" - ამ რეფორმებით იწყება ახალი ერა (ახალი ჯვარცმა):

 

...ქრისტიანულ ეკლესიათა შეთანხმება (ზვ. ნ. - გაითვალისწინეთ: რატიფიკაცია მოხდება მსოფლიო კრაბაზე - ალბათ, ფარულად...). იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლიდან ისინი უკვე შედიან ახალ ერაში(ეპოქაში);  ქრისტიანულ ეკლესიაში ვატიკანის პირველი როლის აღიარება; ათონზე შესვლის აკრძალვის გაუქმება 2017 მაისიდან;  ყველა კონფესიის და რელიგიის მონასტრების აშენება ათონზე; მისი გადაქცევა ახალი ქრისტიანული მიმართულების (ეკუმენისტური) და ახალი ქრისტიანული მუსიკის ცენტრად; საბაგირო გზის გაბმა, სმარტ-სისტემის და ძველი საკულტო ქანდაკებების დადგმა; ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში ახალი პოლირელიგიური მსახურების დამკვიდრება მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით და ანტირასისტული და ანტიფაშისტური კონცერტების ჩატარება ტაძრებში - რეგულარულად; ცისკრის მსახურების გაუქმება; ღამისთევის ლოცვების გაუქმება; საკურთხევლებიდან ანტიმისების(ოდიკების) აღება - 2016 წლიდან; კანკელის გატანა- 2017 წლიდან; სასულიეროთათვის წვერის და გრძელი თმის მოპარსვა; ეკლესიები გაერთიანდება და იქნება მხოლოდ სამი საპატრიარქო - რუსეთის, რომის, კონსტანტინოპოლის; 

 

ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში ებრაულ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული საღვთისმსახურებო წეს-განგება, დღესასწაული აღსრულდება წელიწადში სამჯერ; ანტისემიტური წმინდანების და საგალობლების  გაუქმება ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში - 2016 წლიდან; ანტირასისტული მიმართულების ქადაგებათა შემოტანა სავალდებულო იქნება მთელი სასულიერო დასისთვის, ყველა სასულიერო ხარისხისთვის - 2016-დან; სინაგოგის და მეჩეთის აუცილებელი მონახულება; გაუქმდება პატარა ბავშვების სავალდებულო ნათლობა და მეტრიკული წიგნაკები; აიკრძალება წყლის კურთხევა და ფიცი მთელ ევროკავშირში (პარლამენტში, სასწავლო და სახელმწიფო დაწესებულებებში); ევროკავშირის ქვეყნებში რელიგიური დაკრძალვა გაუქმდება და მიცვალებულთა კრემაცია სავალდებულო წესად დაინერგება; ამასთან, დამკვიდრდება ქრისტიანული ეკლესიების მიერ ეროვნული სახელმწიფოების გაუქმება და  ფედერალური გაერთიანების შეწყნარება; 

 

ესენია შერჩევითი ამონაწერი ეკლესიასთან დაკავშირებული შეთანხმებებისა, რომლის რატიფიკაციას მოახდენს მსოფლიო კრება. 

 

გარდა ამისა, „მემორანდუმი“ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ყველა მოქალაქის ელექტრონული იდენტიფიცირება; ჯანდაცვის და მზრუნველობის ცენტრების ლიკვიდაცია; გეების სამოქალაქო პარტნიორობისა და მათი სამოქალაქო და რელიგიური ქორწინების აღიარება, ჰომოსექსუალიზმის სწავლება სასწავლო დაწესებულებებში; სექსუალური ცენტრების გახსნა უნივერსიტეტებში და მისთანები...                                  

 

როგორც შესავალშივე აღვნიშნეთ, ახლა გაგაცნობთ ჟენევაში ფორმულირებულ პროექტს, მაგრამ მისი სრული ვერსია არ გასაჯაროვებულა, მხოლოდ ნახევარი... სწორედ ამიტომ დაგვჭირდა "მემორანდუმის" გამოყენება, რათა თავად წარმოიდგინოთ რას გვიმალავენ და რა მოხდება ივნისის კრებაზე. 

 

არ გაგიკვირდეთ - რომის პაპის გამოცხადება და მისი პრიმატის აღიარება, რაც პატრიარქ ბართლომეს პერსონალური დანიშნულებაა. ყოველივე ეს რომც არ მოხდეს, ისიც საკმარისია ამ კრების დაგმობისთვის, რაც პროექტშია მოცემული; 

 

უფრო მეტიც, უამკრებოდაც უნდა გაემიჯნოს ამ ეკუმენისტ "მართლმადიდებლებს" მართალი მართლმადიდებელი - "დიდი სჯულისკანონის" დარღვევის, ანუ მწვალებლებთან თანამლოცველობის გამო! 

 

ეს ახირება კი არაა, არამედ სულიერი სნეულების გავრცელებისთვის გზის გადაკეტვას ემსახურება, რათა მთელი ორგანიზმი არ დასნეულდეს. ამაზე ამბობს წმიდა თეოდორე სტუდიელი: "გვეუბნებიან, რომ ყველა ეპისკოპოსს აქვს ხელმწიფება საღმრთო კანონებზე, მიუხედავად იმისა, თუ რა მსჯავრი გამოაქვთ ამ კანონებს; ამიტომაც, როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი საიდუმლოდ ანდა აშკარად განიკვეთება კანონთა მიერ, მაშინ იერარქებს თურმე ხელეწიფებათ კანონთა მოქმედების შეჩერება და განკვეთილის გამართლება. თუკი ჩვენ ყველას, საღმრთო კანონებზე მეტი ძალაუფლება გაგვაჩნია, მაშინ ჩვენზე უთქვამს მოციქულს - "აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიანო"(1ინ. 2, 18). ამის მერე, რა დაეჯერება მსოფლიო ეკლესიის ნებისმიერ ადგილობრივ ეკლესიას, გინდ ქართველი ისაკაძე იყოს და გინდ პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე: "ამ კრებას არა აქვს უფლება შეცვალოს პასექის თარიღი, დადგენილი პირველი მსოფლიო კრების მამებისაგან და თუკი ეს მოხდა, მაშინ ჩვენ ახალი განხეთქილება გველოდება, რაც სამწუხაროდ, კანონიკურად დასაბუთებული იქნება". 

 

ჯერ ეს ერთი - კანონიკურად დასაბუთებული ფაქტების მეტი რა გაქვთ ეკუმენისტურ-ერეტიკული თანამლოცველობისა და ოდენ კალენდარზე აპელირებთ? 

 

მსოფლიო კრებებმა, მანამდე კი,  მოციქულებმა დაადგინეს განკვეთა ხანუქობაზე და ერეტიკოსებთან მლოცველების გამო,  და კალენდარზე ნაკლები დანაშაული რითაა, რო?! 

 

სხვა არაფერი რომ არ დაშავდეს, ისედაც განკვეთილებია -ღმერთისგან - ერეტიკოსებთან მაზიარებლები უხილავად, რათა ვინიცობაა ეკლესიამ ვერ შეიტყოს და კრებით არ განიკვეთოს სნეული, ღმერთი ზრუნავს, რომ მისმა სნეულებამ მთელი ეკლესია არ მოსპოს და ამიტომ განკვეთს უხილავად(ამის მაგალითები პატერიკებშია და ქართლის კათალიკოსი სარმიანეც განკვეთა ღმერთმა - ერეტიკოსების ზიარებისთვის), მაგრამ როდესაც მთელი მსოფლიო ეკლესიის პირველიერარქები ეკუმენიზმშია(შესაბამისად კი - ყველა მღვდელმთავარი) და ამ კრებასაც არ იყენებს ეკლესია მათ განსაკვეთად (აქაოდა, კალენდარი გვაჩუქესო), ხომ იცით, რომ ღმერთისგან არიან განკვეთილები და  უეპისკოპოსოდ დარჩენილი ეკლესია ითვლება - "დაქვრივებულ ეკლესიად", დროთაგანმავლობაში კი - მკვდრად! 

 

და, ერთი საუკუნეა ეს პროცესი არ დაურეგულირებია არცერთ კრებას და რისი სული გვიდგას?!...

 

წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილს მაინც დაუჯერეთ: "ვინც მწვალებლობაში ვარდება - თავისთავად (ავტომატურად) კარგავს ეპისკოპოსობას, ანუ კარგავს ჭეშმარიტი სარწმუნოების ზედამხედველობის პატივს და ცრუ ეპისკოპოსი ხდება. ასეთი ეპისკოპოსი განვრდომილია საეკლესიო იერარქიიდან და საეკლესიო ერთობის მიღმა რჩება. უფრო მეტიც, თუკი მრევლი მას კვლავაც ეპისკოპოსად მიიჩნევს, ანუ აგრძელებს მის "ღმრთისმსახურებაში" მონაწილეობას, ღებულობს მისგან საიდუმლოებებს, კურთხევას და ა. შ, ისინი(სამღვდელოება და მრევლი), მასთან ერთად განვარდებიან ეკლესიისგან." ხომ გიწერიათ - "მწვალებლებთან თანამლოცველი მღვდელმთავარი განიკვეთოსო" და თუ არა - მაშინ სადამდე მიდის ეს?! ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ერეტიკოსებს თანაბრად მივაჩნივართ და პაპის ომოფორქვეშ გვითრევენ?!... 

 

ამიტომაც, თუკი გსურთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა - გამოიყენეთ ეს კრება, ანათემას გადაეცით და გაემიჯნეთ ყოვლითურთ ეკუმენისტურ მსოფლიო ეკლესიას, თუ არადა - ქრისტეს უდგეხართ სქიზმაში და ეგაა. აი, კიდევ, ჩემი სიტყვის ბეჭედი - იოანე ოქროპირისგან: "ეკლესია მხოლოდ ადგილი და კედლები არ არის, არამედ იგია ზნეობა და საეკლესიო კანონიკა(ზვ. ნ. "დიდისჯულისკანონი"); 

 

ეკლესია სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი (მართალი) სულებისგან აგებული სახლი, რადგან უმჯობესია ღმერთის რჯულის დამცველ ორ ან სამ მორწმუნეს შევეკრათ სალოცავად, ვიდრე შემოვიკრიბოთ მრავალრიცხოვანნი რჯულის დამრღვევნი". 

 

ანტიქრისტეს ბეჭედს სხვაგან ნუ ეძებთ, ის მხოლოდ რელიგიაშია... ის არც ჩიპია და არც მატერია, რომელზედაცაა ძირითადი ყურადღება გადატანილი, ნაცვლად იმისა, რომ რელიგიურ "ბეჭედს" - ეკუმენიზმს ებრძოლონ; სხეულში ჩიპი - მიუღებელია, ადამიანთა უფლებების დარღვევაა ("ენჯეოშნიკებო"), იგი თანამედროვე მანქურთიზმია, დატყვევებული (მსოფლიო უკვე დაპყრობილია) ადამიანის დადებილება და რასაც ჩასძახებ, იმით მართვა მისი, მაგრამ - თუკი ღმერთმა სამი ყრმა ცეცხლის ქვაბიდან უვნებლად გამოიყვანა, ასევე გაწყვეტს კონტაქტს ნანოჩიპსა და სადგურს შორის, თუკი ეს პირი რელიგიურად მართალია, ანუ არაა ეკუმენისტი! 

 

თანაც, შესაძლოა ამ განსაცდელის წინაშე სულაც არ აღმოვჩენილიყავით, თავიდანვე რომ გავცლოდით ეკუმენისტებს (რა ხანია გავიძახი - "გამოეყოს ჩვენი  საპატრიარქო ეკუმენისტურ მსოფლიო ეკლესიას და ყველა ქვეყნის ანტიეკუმენისტი ჩვენს იურისდიქციას შემოუერთდება და ჩვენ ვიქნებით ჭეშმარიტი მსოფლიო ეკლესია, ისინი კი - ავაზაკთა საკრებულო-თქო. 

 

საამისოდ გავხსენი "ფეისბუქი", თორემ - რა მინდოდა ელექტრონული კონცლაგერის ინტერნეტსივრცეში!). 

 

- ღმერთი ხომ ზრუნავს თავის მართლებზე. ერთი სიტყვით - დავიცავთ ღმრთის კანონებს? 

 

- დაგვიცავს ღმერთი! ეს აქსიომა ყველა პრობლემას ჭრის. 

 

აქვე იბადება გაკვირვების ნიშანი - ღმერთის ერი როგორ ჰგონია იმ ერს თავი, რომელიც კაცობრიობას ისე მოაჯდა თავს, რომ - აძალებს თავის რელიგიას, აძალებს გამომადებილებელ ნანოჩიპს, აძალებს ჰომოსექსუალიზმს... ასეთ მსხვერპლს რომ მოითხოვს ის "მესია" და ის "მეფე" - ღმერთისგან რომ არაა, ადამს ამას რომ არ შეჰპირებია ღმერთი, ამას ვერ ხვდებით?!...  

 

"ერთი ხისგან კუბოც გამოვა და აკვანიცო" - თქვენ,  "რჩეულებო" - მეტი რაღა გითხრათ, ხოლო, ვისთვისაც მზე ამოდის - ხან ჩრდილოეთიდან და ხან დასავლეთიდან ვეტყვი - დამთავრდა თქვენი ბაირამობა "დემოკრატიით", ჰუმანიზმით, ფსევდო-თავისუფლებით და იწყება - ის მონობა, რასაც ჰქვია - "თაგვმა თხარა-თხარაო, კატა გამოთხარაო - ქათამმა კი - თავის დასაკლავი დანაო")...                                                                                                                              

 

 

აქვე უნდა შევეხმიანო ჯერ "პატრიოტთა ალიანსს" და მერე ზვიად ტომარაძეს... 

 

ადრეც დავწერე და ამ "მემორანდუმის" ფონზე უკეთ უნდა გაიაზროთ: მოითხოვთ არჩევნებზე იძულებითი წესით გამოცხადებას? - მიიღებთ ანტიქრისტეს, ანუ იძულების დაკანონება მის წისქვილზე ასხამს წყალს, ისე როგორც "მემორანდუმშია" - ყველაფრის დაძალება დაინერგება, ამით კი არჩევნების გაყალბებას არაფერი ეშველება; დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ - ეს მოთხოვნა კი არ მოგაფიქრდათ(მაშინ არც დაძალება იქნებოდა), არამედ - დაგიკვეთეს; იგივე ეხება ტომარაძის დამქაშებსაც - აი, რელიგიური "გრძნობების" საბაბით რომ დაგაძალებენ ანტიქრისტეს ხატის შეტანას ეკლესიაში და ქრისტეს ხატის და ჯვრის გატანას, მერე გვიან იქნება - თითზე კბენანი. თქვენისთანებს და თქვენზე უკეთესებს არ გამოაჭედინეს საკუთარი ბორკილები?!...                                                                                                                               

 

ვამბობდი მე, თავიდანვე - ეს დემოკრატია ათეიზმის მომდევნო საფეხურია და მალე გადაიზრდება ანტიქრისტეკრატიაში-თქო და - იწყება კიდეც "მერვე კრებიდან". 

 

ათეიზმი იგივეა რაც - ათეოკრატია, ანუ -" უარი ღმრთის მმართველობას, არ არსებობს და როგორ მეფობსო"...  ამიტომ, გამოდის ასეთი ფორმულა: ათეოკრატია - დემოკრატია - ანტიქრისტეკრატია, ანუ ერთი სამეტაპოვანი მთლიანობა... 

 

მეორე ეტაპი ემსახურება - ათეიზმისგან ღმერთსმოწყვეტილი ადამიანების კერპთაყვანმცემლობას, ანუ მრავალნაირ ეშმაკთა მონობას(ეროსის, ამურის, დიონისეს, და სხვ..), რომელსაც ღმერთისგან განთავისუფლების გამო დაარქვეს თავისუფლება, თორემ - ნეოწარმართობაა "დემოკრატია", ანუ ამ ვნებებს, ემანსიპაცია-ფემინიზმ-გენდერს და ვითომ "ადამიანთა უფლებებს" აყოლილ ხალხზე ისე ბატონობს ეშმაკები და თანამედროვე თავადაზნაურობა, რომ ვითომც არ იმჩნევენ რაც სჭირთ; რის გამოისობითაც უმზადებენ ტახტს - ანტიქრისტეს, რაც მესამე და "დამაგვირგვინებელი" ეტაპია.  დედამიწა "ქვიშის საათივით" ამოყირავდა და მივიდა ისევ იქამდე, როგორც დაიწყო... 

 

დაიწყო კი ასე - ათეიზმით, ანუ უღმერთოდ დაიტოვეს თავი ადამიანებმა ურჩობის გამო დაკარგეს ღმერთი, ისიც დაივიწყეს და სამოთხეში დაბრუნების დანიშნულებაც; მაგრამ, ამქვეყნად არაფერი რჩება უპატრონოდ, და მათ ეშმაკები დაეპატრონნენ, ისევე როგორც თანამედროვე დემოკრატიის ხანაში; 

 

ეს იყო მრავალ "ღმერთიანობა", მრავალი ეშმაკების შეჩვევა და სრული გადავიწყება ჭეშმარიტი ღმერთისა, რათა ეშმაკ-დემონების ბელადი - სატანა, ანუ დაცემული მთავარაგელოზი გაეღმერთებინათ, ანუ სატანაკრატია მძვინვარებდა და ასეთ ვითარებაში მოახდინა ღმერთმა სასწაული და აბრაამს გააცნო თავი, რითაც დამთავრდა სრული მეუფება სატანისა სრულიად კაცობრიობაზე. 

 

და დაიწყო ბიბლიური ხანა, რამაც შეამზადა ქრისტეანობა. მერე კი, ისევ აიღო რევანში სატანამ, როგორც სამოთხეში აღალატებინა ღმერთზე, ესევე - ჯვარს აცვეს ქრისტე, განკაცებული ძე ღმერთი, აღთქმით მოვლენილი და სწორედ მის ჯვარმცმელებს ჩაუგდო ხელში მსოფლიო მან, რათა როგორც ღმერთმა აბრაამისა და დავითის მოდგმიდან მოუვლინა ადამს მაცხოვარი, ასევე დანის ტომიდან მოავლინოს ის, ვინც სატანას აღიარებს ღმერთად. 

 

ამაშია - აკვანის და კუბოს მისტიკა.                                                                                                     

 

 ახლა კი, გაეცანით პროექტს, რომელიც ქართულად პირველად ქვეყნდება და შიგადაშიგ განვმარტავ იმისათვის, რათა - გამოფხიზლდეთ ხიბლის, "ხბოს აღტაცების" ეიფორიისა და დამამცირებელი აბსურდისგან ნუ დააჩიავეთ მართლმადიდებლობა:   

 

           მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან

 

სრულიად მართლმადიდებლური კრების დოკუმენტის პროექტი, მიღებული შამბეზიში V სრულიად მართლმადიდებელთა წინასაკრებო თათბირის მიერ, 2015 წლის 10-17 ოქტომბერი (ქვეყნდება ადგილობრივი მართლმადიდბელი ეკლესიის წინამძღვართა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, შამბეზი, 2016 წლის 21-28 იანვარი)

 

1. მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არის ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ღრმა საეკლესიო თვითშეგნებით მტკიცედ სწამს, რომ მას მთავარი ადგილი უკავია თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოძრაობის პროცესში ქრისტიანთა ერთობისაკენ. 

 

2. მართლმადიდებელი ეკლესია თავის ერთიანობას აფუძნებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ მისი დაარსების ფაქტზე და თანაზიარობაზე წმიდა სამებასა და საიდუმლოებებში. ეს ერთიანობა გამოხატულია სამოციქულო მემკვიდრეობითობასა და წმიდა მამათამიერ გადმოცემაში, და ეკლესიაც დღემდე ამით ცხოვრობს. მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მისია და მოვალეობა გადმოსცემდეს და ქადაგებდეს საღმრთო წერილსა და წმიდა გადმოცემაში დაცულ მთელ ჭეშმარიტებას, რომელიც ანიჭებს კიდეც ეკლესიას კათოლიკოობის (კრებსითობის) ხასიათს. 

 

3. მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხისმგებლობა ერთიანობასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც  მისი მსოფლიო მისია, გამოხატულ იქნა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ. ისინი განსაკუთრებულად უსვამდნენ ხაზს განუწყვეტელი კავშირის არსებობას მართალ სარწმუნოებასა და თანაზიარობას შორის საიდუმლოებში.

 

4. გამუდმებით ლოცულობს რა "ყოველთა შეერთებისთვის", მართლმადიდე-ბელი ეკლესია ყოველთვის ავითარებდა დიალოგს მისგან გამოყოფილებთან, ახლობელებთან და შორებელებთან, პირველობდა გზებისა და საშუალებების ძიებაში ქრისტეს მორწმუნეთა ერთიანობის აღსადგენად, მონაწილეობდა ეკუმენურ მოძრაობაში მისი დაწყების მომენტიდან და თავისი წვლილი შეჰქონდა მის ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაში. 

 

გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის თვისებაცაა სული მსოფლიოობისა და კაცთმოყვარეობისა, ღმერთის ნების თანახმიერად, "რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი" (I ტიმ. 2,4), ყოველთვის დაშვრებოდა  ქრისტიანთა ერთიანობის აღსადგენად. აი, სწორედ ამიტომ მართლმადიდებელთა მონაწილეობა მოძრაობაში ქრისტიანთა ერთიანობისათვის სრულიადაც არ არის უცხო მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნებისა და ისტორიისათვის, რადგან თანამიმდევრულად გამოხატავს სამოციქულო სარწმუნოებას და გადმოცემას ახალ ისტორიულ პირობებში.

 

5. თანამედროვე ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგები, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესია აწარმოებს, ისევე, როგორც მისი მონაწილეობა მოძრაობაში ქრისტიანთა ერთიანობის აღსადგენად, ეფუძნება მის მართლმადიდებლურ თვითშეგნებას და მსოფლიოობის სულს, და მიზნად აქვს ქრისტიანთა დაკარგული ერთიანობის ძიება ძველი ეკლესიისა და შვიდი მსოფლიო კრების სარწმუნოებისა და გადმოცემის საფუძველზე.

 

6. ერთიანობა, რომელიც აქვს ეკლესიას თავისი ონტოლოგიური ბუნებით, არ შეიძლება დაირღვეს. მართლმადიდებელი ეკლესია კონსტატირებს ისტორიაში სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების არსებობას, რომლებიც არ არიან მასთან თანაზიარებაში (ერთობაში), და ამავე დროს მას სწამს, რომ მისი ურთიერთობები მათთან უნდა იგებოდეს მათ მიერ უსწრაფეს და უფრო სწორ გარკვევაზე მთელი ეკლეზიოლოგიური თემატიკისა, განსაკუთრებით საიდუმლოთა, მადლის, მღვდლობისა და მთლიანად სამოციქულო მემკვიდრეობითობის შესახებ სწავლების სფეროში. ასე, გამოდიოდა რა საღვთისმეტყველო და სამწყემსო მოსაზრებებიდან, მართლმადიდებელი ეკლესია კეთილისმსურველად და დადებითად უყურებდა დიალოგს სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და კონფესიებთან და, საერთოდ, მონაწილეობას უახლესი დროის ეკუმენურ მოძღაობაში, სწამდა რა, რომ ამგვარად მას მიაქვს ქმედითი მოწმობა ქრისტესმიერი ჭეშმარიტების სისრულის შესახებ და თავისი სულიერი სიმდიდრის შესახებ იმათთვის, ვინც მის გარეთ იმყოფება, და ამაში ისახავდა ობიექტურ მიზანს _ მოემზადებინა გზა ერთიანობისათვის.

 

7. ზემოთ გადმოცემული გაგების შუქზე ყველა ადგილობრივი უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად მონაწილეობს დღეს ოფიციალურ საღვთისმეტყველო დიალოგში, და უმრავლესობა ასევე სხვადასხვა ეროვნულ,  რეგიონალურ და საერთაშორისო ქრისტიანთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეკუმენურ მოძრაობაში ღრმა კრიზისია. მართლმადიდებელი ეკლესიის ასეთი მრავალწახნაგოვანი საქმიანობა გამომდინარეობს პასუხისმგებლობის გრძნობიდან და იმ რწმუნებიდან, რომ ფუძემდებლური მნიშვნელობა ქრისტიანული ერთობის მისაღწევად აქვს ურთიერთგაგებას, თანამშრომლობასა და ძალისხმევას, "რაითა არა დაბრკოლებაი რაიმე ვსცეთ სახარებასა მას Qქრისტესსა" (I  კორინთ. 9, 12)

 

8. რა თქმა უნდა, ეწევა რა დიალოგს სხვა ქრისტიანებთან, მართლმადიდებელი ეკლესია კარგად  ხედავს ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა სიძნელეს და ისიც ესმის, თუ რა დაბრკოლებებია ძველი ეკლესიის გადმოცემათა საერთო გაგების გზაზე. მას იმედი აქვს, რომ სულიწმიდა, რომელი "ყოვლითურთ შემოჰკრებს კრებულსა ეკლესიისასა" (სტიქარონი მეერგასის მწუხრზე), "აღავსებს მოკლებულსა" (ლოცვა ხელდასხმისას). ამ აზრით თავის ურთიერთობებში დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან მართლმადიდებელი ეკლესია ეყრდნობა მათი მონაწილეების არამხოლოდ ადამიანურ ძალებს, არამედ სასოებს პირველ ყოვლისა სულიწმიდის შეწევნას უფლის მადლით, მლოცველისა "რაითა ყოველნი ერთ იყვნენ" (იოანე 17, 21),.

 

9. მონაწილეობა აწინდელ ორმხრივ საღვთისმეტყველო დიალოგებში, რომელთა შესახებაც გამოცხადებულ იქნა სრულიად მართლმადიდებელთა თათბირებზე, არის ყველა უწმიდესი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთსულოვანი გადაწყვეტილების შედეგი, რომელთა მოვალეობაცაა _ აქტიურად და მუდმივად მონაწილეობდნენ მათს მუშაობაში, რათა ხელი არ შეუშალონ მართლმადიდებლობის ერთსულოვან მოწმობას სადიდებელად  ერთი სამპიროვანი ღმერთისა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილობრივი ეკლესია გადაწყვეტს არ დანიშნოს თავისი წარმომადგენლები რომელიმე დიალოგზე ან დიალოგის სესიაზე იმ დროს, როცა ეს გადაწყვეტილება არაა სრულიადმართლმადიდებლური (ყველას მიერ მიღებული), დიალოგი გაგრძელდება. დიალოგის  ან დიალოგის სესიის დაწყების წინ რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის არყოფნა აუცილებლად უნდა გახდეს მსჯელობის საგანი მართლმადიდებლურ კომისიაზე და ამით გამოიხატოს მართლმადიდებელი ეკლესიის სოლიდარობა და ერთიანობა. 

 

10. პრობლემები, რომლებიც წარმოიშვება საღვთისმეტყველო დისკუსიების მიმდინარეობისას შერეულ საღვთისმეტყველო კომისიებში, ყოველთვის როდია საკმარისი საფუძველი რომელიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ თავისი წარმომადგენლების ცალმხრივი უკან გაწვევისათვის, ანდა თავისი მონაწილეობის საბოლოო შეწყეტისათვის. როგორ წესი, თავიდან უნდა ავიცილოთ ხოლმე რომელიმე ეკლესიის გასვლა დიალოგიდან და მართლმადიდებელთაშორისო დონეზე მივმართოთ აუცილებელი ძალისხმევას  იმისთვის, რომ ამ დიალოგში მონაწილე მართლმადიდებლური საღვთისმეტყვე-ლო კომისია სრულად იყოს წარმოდგენილი. თუკი ერთი ან რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს მონაწილეობაზე რომელიმე დიალოგის შერეული საღვთისმეტყველო კომისიის სხდომებში სერიოზული ეკლეზიოლოგიური, კანონიკური, სამწყემსო თუ ზნეობრივი საფუძვლებით, მაშინ ეს ეკლესია ან ეკლესიები, საერთო მართლმადიდებლური პრაქტიკის შესაბამისად, წერილობით აცნობებენ მსოფლიო პატრიარქს და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას თავიანთი უარის შესახებ. შემდგომი სრულიად მართლმადიდებლური განხილვის მიმდინარეობისას მსოფლიო პატრიარქი  (გამო)ავლენს მართლმადიდებელი  ეკლესიების ერთსულოვან კონსენსუსს შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით, მათ შოირის კონკრეტული საღვთისმეტყველო დიალოგის გადაფასების შესაძლებლობასაც, თუკი ამას ერთხმად მიიჩნევენ აუცილებლად.

 

11. საღვთისმეტყველო დიალოგების წარმართვის მეთოდოლოგია მიმართულია ტრადიციული საღვთისმეტყველო განსხვავებების გადასაწყვეტად, ანდა ახალი უთანხმოებების გამოსავლენად და ქრისტიანული სარწმუნოების საერთო მომენტების მოსაძიებლად. იგი გულისხმობს საეკლესიო სისრულის შესაბამის ინფორმირებას დიალოგის განვითარების სხვადასხვა ეტაპების შესახებ. იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია რომელიმე საღვთისმეტყველო განსხვავების დაძლევა, საღვთისმეტყველო დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო გამოვლენილი უთანხმოება კონკრეტულ საკითხზე ფიქსირდება და ეცნობება ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას შემდგომში აუცილებელი მოქმედებების გაანსახორციელებლად.

 

ცხადია, რომ საღვთისმეტყველო დიალოგების საერთო მიზანი ყველასთვის არის ერთიანობის საბოლოო აღდგენა მართალ სარწმუნოებასა და სიყვარულში. თუმცა არსებული საღვთისმეტყველო და ეკლეზიოლოგიური უთანხმოებანი საშუალებას გვაძლევენ გავიცნობიეროთ იმ სიძნელეთა ერთგვარი იერარქია, რომლებიც არსებობენ მართლმადიდებლურ დონეზე  დასახული მიზნისაკენ გასავლელ გზაზე. ნებისმიერი ორმხრივი დიალოგის  სპეციფიკა გულისხმობს დიფერენცირებას მათში გამოყენებული მეთოდოლო-გიებისა, და არა მიზნისა, იმიტომ, რომ მიზანი ყველა დიალოგს აქვს ერთი.

 

13. აუცილებლობის  შემთხვევაში, საჭიროა ძალისხმევა სხვადასხვა მართლმადიდებელთაშორისო საღვთისმეტყველო კომისიების მუშაობის კოორდინირებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროშიც უნდა გაიხსნას და ვლინდებოდეს მართლმადიდებელი ეკლესიის ონტოლოგიური ერთიანობა.

 

14. ნებისმიერ ოფიციალურად გამოცხადებული დიალოგი მთავრდება შესაბამისი შერეული საღვთისმეტყველო კომისიის მუშაობის დასრულებასთან ერთად, როცა მართლმადიდებელთაშორისო კომისიის თავმჯდომარე ანგარიშს წარუდგენს მსოფლიო პატრიარქს, რომელიც, ადგილობრივი მართლმადიდე-ბელი ეკლესიების წინამძღვართა თანხმობით, გამოაცხადებს დიალოგის დამთავრების შესახებ. არც ერთი დიალოგი არ ითვლება დასრულებულად იქამდე, ვიდრე სრულიად მართლმადიდებლურ დონეზე არ იქნება გამოცხადებული გადაწყვეტილება მისი დამთავრების შესახებ.

 

15. რომელიმე საღვთისმეტყველო დიალოგის მუშაობის წარმატებული დასრულების შემდეგ სრულიად მართლმადიდებლურ დონეზე მიიღება გადაწყვეტილება საეკლესიო ერთობის აღდგენის შესახებ, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის კონსენსუსს.

 

16. ერთ-ერთი უმთავრეს ორგანოდ ეკუმენური მოძრაობის ისტორიაში იქცა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს). ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესია მის დამფუძნებელთა შორის იყო, ხოლო შემდეგ ყველა ისინი მისი წევრები გახდნენ. როგორც ჩამოყალიბებული ქრისტიანთაშორისო ორგანო, ემს, ისევე როგორც სხვა ქრისტიანთაშორისო ორგანიზაციები და რეგიონალური ორგანოები, ისეთები, როგორიცაა ევროპის ეკლესიათა კონფერენცია (ეეკ) და ახლოაღმოსავლეთის ეკლესიათა საბჭო (აეს), მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აერთიანებენ თავიანთ შემადგენლობაში ყველა ქრისტიანულ ეკლესიასა და კონფესიას, მაინც მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებენ ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანობის წინ წაწევის საქმეში. საქართველოს  და ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დატოვეს ემს: პირველმა 1997 წელს, მეორემ 1998 წელს. მათ თავიანთი განსაკუთრებული  შეხედულება აქვთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მუშაობის თაობაზე და, ამგვარად, ისინი არ მონაწილეობენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს  და სხვა ქრისტიანთაშორისო ორგანიზციების მიერ ჩატარებულ დიალოგებში.

 

17. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები _ ემს-ს წევრები _ სრულ და თანასწორუფლებიან მონაწილეობას იღებენ ემს-ს სტრუქტურაში და მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით თავიანთი წვლილი შეაქვთ ჭეშმარიტების მოწმობაში და ქრისტიანთა ერთობის წინ წაწევაში. მართლმადიდებელი ეკლესია ხალისით მიესალმა ემს-ს  გადაწყვეტილებას გამოხმაურებოდა მის თხოვნას სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე მართლმადიდებელთა მონაწილეობის საკითხზე ემს-ში, რაც გაკეთდა კიდეც სალონიკში გამართული მართლმადიდებელთაშორისო შეხვედრის (1998 წ.)  დავალების პასუხად. სპეციალური კომისიის მიერ დამტკიცებულმა კრიტერიუმებმა, რომლებიც მართლმადიდებლებმა წარადგინეს და რომლებიც მიღებულ იქნა ემს-ს მიერ, განაპირობეს თანამშრომლობისა და კონსენსუსის მიღწევის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნა. ისინი მოწონებულ იქნა, რის შედეგადაც შეიტანეს ემს-ს კონსტიტუციაში და მისი მუშაობის რეგლამენტში. 

 

18. ერთგული თავისი ეკლეზიოლოგიისა, იგივეობისა თავისი შინაგანი სრუქტურისადმი და ძველი ეკლესიის შვიდი საეკლესიო კრების სწავლებისადმი, მართლმადიდებელი ეკლესია, ორგანიზაციულად მონაწილე   ემს-ს საქმიანობაში, სრულიადაც არ იზიარებს "კონფესიათა თანასწორობის" იდეას და მას არ შეუძლია მიიღოს ეკლესიათა ერთიანობა როგორც ერთგვარი კონფესიათაშორისი კომპრომისი. ამ აზრით ერთიანობა, რომელსაც ემს ესწრაფვის, არ შეიძლება იყოს მხოლოდ საღვთისმეტყველო შეთანხმებათა ნაყოფი, არამედ იგი უნდა იყოს ნაყოფი იმ სარწმუნოების ერთიანობისა, რომელიც საიდუმლოებითად არის შენახული და ცოცხლობს მართლ-მადიდებელ ეკლესიაში.

 

19. მართლმადიდებელი ეკლესიები _ ემს-ს წევრები _ აუცილებლად მიიჩნევენ (თავიანთი) მონაწილეობისათვის ემს-ში მისი კონსტიტუციის იმ ფუძემდებლურ  დებულებას, რომლის თანახმადაც მისი წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის ეკლესიები და კონფესიები, რომლებიც, (წმიდა) წერილის შესაბამისად, აღიარებენ იესო ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად და აღსაარებენ რწმენას  ერთი განდიდებადი სამპიროვანი ღმერთისა _ მამისა, ძისა და სულიწმიდისა, თანახმად ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოსი. ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ტორონტოს დეკლარაციის _ "ეკლესია, ეკლესიები და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" (1950 წ.) _ ეკლეზიოლოგიურ წანამძღვრებს ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებელთა მონაწილეობისათვის ემს-ში. ამიტომ თავისთავად იგულისხმება, რომ ემს არ არის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ზე-ეკლესია. "ემს-ს მიზანია _ არა შეთანხმების მიღწევა კავშირების შესახებ ეკლესიებს შორის, რომლებიც შეიძლება დაიდოს მხოლოდ თავად საკუთარი ინიციატივით მოქმედი ეკლესიების მიერ, არამედ _ ცოცხალი კონტაქტების დამყარება ეკლესიებს შორის და ხელისშეწყობა ეკლესიის ერთიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისათვის და მათზე მსჯელობისათვის" (ტორონტოს დეკლარაცია,  2).

 

20. სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და აღმსარებლობებთან მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო დიალოგების გამართვის პერსპექტივები ყოველთვის გამომდინარერობენ უკვე ჩამოყალიბებული საეკლესიო ტრადიციის კანონიკური კრიტერიუმებიდან (მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონი და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრებების 95-ე კანონი).

 

21. მართლმადიდებელ ეკლესიას სურს მხარი დაუჭიროს კომისიის _ "სარწმუნოება და საეკლესიო მოწობა" _ მუშაობას და იგი განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალს მის საღვთისმეტყველო წვლილს თვით დღევანდელ დღემდე. მთლიანობაში იგი დადებითად აფასებს საღვთისმეტყველო ხასიათის დოკუმენტებს, რომლებიც მიღებულია კომისიის მიერ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა მონაწილეობით, როგორც მნიშვნელოვან ეტაპს ქქრისტიანთა დაახლოების პროცესში. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია არ გამოხატავს თავის სრულ თანხმობას ამ დოკუმენტებში გადმოცემულ ინტეპრეტაციებთან სარწმუნოებისა და (საეკლესიო) მოწყობის უმნიშვნელოვანი საკითხებთან დაკავშირებით.

 

22. მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მცდელობა განყოფილ იქნას ეკლესიის ერთიანობა, რასაც ცალკეული პირები ან ჯგუფები მიმართავენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ვითომცდა დაცვისა თუ შენარჩუნებისათვის, უნდა დაგმობილ იქნას. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ისტორია და არსებობა მოწმობს, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ კრებსითი წყობის წყალობით, რომელიც ძველთაგანვე წარმოადგენდა ეკლესიის კომპეტენტურ და უმაღლეს კრიტერიუმს სარწმუნოების საკითხებში.

 

23. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საერთოა ქრისტიანთაშორისი საღვთისმეტყველო დიალოგის წარმოების აუცილებლობის გაცნობიერება, და ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ ასეთ დიალოგს ყოველთვის უნდა თან ახლდეს მსოფლიოსათვის ურთიართგაგებისა და სიყვარულის საქმეთა მოწმობა, რომლებიც გამოხატავენ კეთილი უწყების (სახარების) "გამოუთქმელ სიხარულს" (I პეტრე 1,8), რა დროსაც გამორიცხული იქნება  პროზელიტიზმის ყოველგვარი პრაქტიკა  და კონფესიათაშორისი ანტაგონიზმის გამომწვევი სხვა გამოვლინებანი. ამავე გაგებით მართლმადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვნად თვლის, რომ ჩვენ ყველამ, ქრისტიანებმა, შთაგონებულებმა ჩვენი სარწმუნოების საერთო უმნიშვნელოვანესი პრინციპებით, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა მზადყოფნით გავცეთ ერთსულოვანი პასუხი ყველა იმ რთულ პრობლემებს, რომლებსაც თანამედროვე მსოფლიო აყენებს ჩვენს წინაშე. ეს პასუხი დაფუძნებული უნდა იყოს ახალი ქრისტესმიერი ადამიანის იდეალურ მაგალითზე.

 

24. მართლმადიდებელ ეკლესიას გაცნობიერებული აქვს ის ფაქტი, რომ პასუხად თანამედროვე მსოფლიოს ახალი პირობებისა და ახალი გამოწვევებისა მოძრაობა ქრისტიანთა ერთობის აღდგენისათვის ახალ ფორმებს იძენს. აუცილებელია, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაგრძოს თავისი მოწმობის მიტანა გაყოფილი ქრისტიანული მსოფლიოსათვის სამოციქულო გადმოცემისა და თავისი სარწმუნოების საფუძველზე.

 

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ქრისტიანებმა ერთობლივად ვიღვაწოთ იმ დღის მოსაახლოვებლად, როცა  უფალი აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესიების იმედს და იქნება "ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი" (იოანე 10,16). 

 

15 ოქტომბერი 2015 წელი.

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება.

28 იანვარი 2016 წელი.

 

 

ეს გახლავთ დოკუმენტის ნაწილი, ანუ აისბერგის ხილული მხარე, ხოლო უხილავ მხარეს ისე მისცემენ რატიფიკაციას, ანუ იურუდიულ ძალას, ვერც კი გავიგებთ... 

 

როგორც ვხედავთ, ეს არ გახლავთ მართლმადიდებლობა, არამედ ესაა - მართლმადიდებლობის სახელწოდების, მაგრამ არსით ანტიმართლმადიდებლური ეკლესიის კრება, ღალატი და ქრისტესგან განდგომილება! 

 

- ეგ არაა გასაკვირი ამასოფლის სულით შეპყრობილი ერესიარქებისგან, მაგრამ რა დავარქვა იმ სამღვდელოებას და მრევლს, ვინც ამ მხილებაზე იხტიბარს არ იტეხს და პასუხი გამზადებული აქვს - "სახარების იფქლი და ღვარძლივით ერეტიკოსებთან ერთად უნდა ვიყოთ და მერე გამოგვარჩევს უფალიო"... 

 

თქვენ ის ხალხი არა ხართ, ვინც ებრძვის მოდერნისტებს?_და, სხვის ბოსტანში ესვრის კენჭს ეკუმენისტებს, მაშინ, როცა საკუთარ თვალში არ იმჩნევს დირეს?! 

 

ამგვარი "ეკლესიოლოგია" არის სწორედ მოდერნიზმი და ახალი "ღვთისმეტყველება", რაც არ ახასიათებს ქრისტეს ეკლესიას - მართლმადიდებლობის ზეიმის ღირს მამებს, ვის მხრებზედაც გადადიოდა და მოდიოდა ქრისტეს ეკლესია! აწ? - თქვენი იმედი უნდა ჰქონდეთ მართლმადიდებლობის მოსურნეთ? ქრისტეს ეკლესიის მაძიებელთ? 

 

- არა მგონია; არამედ, იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, ვისაც დევნას დაუწყებს ის, ვინც პროექტში ჩაწერა: "მ. ეკლესია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მცდელობა, განყოფილ იქნას ეკლესიის ერთიანობა, რასაც ცალკეული პირები ან ჯგუფები მიმართავენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ვითომცდა დაცვისა თუ შენარჩუნებისთვის, უნდა დაგმობილ იქნას..." 

 

აჰა, დადგა დრო - ასი ათასობით მოწამისა - ეს რეალობაა, მანამდე კი - სულ ტყუილად ამპარტავნობდით მართლმადიდებლობით!!! 

 

    

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: