სოსო ცინცაძე: „პროფესორი ბუღალტერმა სანიკიძემ უნდა შეაფასოს?!“
“ივერიონს“ ექსპერტი და პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება
-ბატონო სოსო, თქვენ, როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, როგორ შეაფასებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წამოწყებულ ინიციატივას საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მეცნიერთა ატესტაციის შესახებ, რომელმაც მათი სამუშაო ადგილების მუდმივობა უნდა განსაზღვროს?
-ეს ინიციატივა განათლების სამინისტრომ არდადეგების დროს შემოაგდო და შემოაპარა უნივერსიტეტებში. იდეა კარგია, თუმცა მთავარია შემფასებელი ვინ იქნება. ძველი რომაული გამოთქმისა არ იყოს, მოსამართლე ვინ იქნება?
განათლების სამინისტროში, სადაც ერთი მეცნიერიც არ მუშაობს, ვინ უნდა შეაფასოს გამოსაცდელები - ჩვენმა ბუღალტერმა განათლების მინისტრმა ლომაიას დროინდელი უნარ-ჩვევების ტესტებით?
ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ტესტირება სტუდენტთა გამოკითხვა იქნებოდა. განვითარებულ ქვეყნებში ჩინოვნიკი გამომცდელად არსად გვევლინება. ქართველი ჩინოვნიკი კი, რომელსაც ვიღას ე.წ. ქსპერტმა დაუწერა სულელური კითხვები, მეცნიერებს ცდის?!
ჩვენი განათლების სამინისტროსგან, რომელმაც განათლება და მეცნიერება ჯერ კიდევ ლომაიას მინისტრობიდან მოსპო და დღეს ბუღალტერი სანიკიძე ხელმძღვანელობს, არაფერი გამიკვირდება. როგორ, მე, რომლიც წლების განმავლობაში ლომაიას ვაკრიტიკებდი, ხოლო ახლა სანიკიძის კრიტიკას ვაგრძელებ, მის გამოგზავნილ 2-წიგნწაუკითხავ ვიღაც გამომცდელს გამოცდას ჩავაბარებ? ეს გამორიცხულია, ამას უნივერსიტეტის დატოვება მირჩევნია! (ალბათ ეს ტესტირება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს არ შეეხება, რადგან მათ საკუთარი ავტონომია აქვთ).
ჩვენთან მოდაშია, რომ ყველა ტესტირების მიზანი ერთია-გაყარონ მათთვის არასაურველი კადრი და მიიღონ თავიანთი ნათესავები, მეგობრები, თანაპარტიელები და ა. შ. მიზეზად, მაგალითად, ჩემზე, იტყვიან, რომ, აი, სოსო ცინცაძე ლგბტ-ს პედერასტს ეძახის, ეს როგორ შეიძლება, ის შუასაუკუნეების ან გამოქვაბულის დონეზე გაცხრილაო და ჩემს ადგილას მოიყვანენ ვიღაცა ახალგაზრდა პედერასტს საყურეებითა და კულულებით.
შეხედეთ, რას გავს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები- მეცნიერი მეცნიერს არ გავს და სტუდენტი-სუდენტს, აკადემიური წრეები ხომ საერთოდ არ არსებობს.
ესაუბრა ია ჯღარკავა