სოსო ცინცაძე: ირაკლი ღარიბაშვილი მართლა ნაპოლეონივით თავგვერდა სიარულმა დაღუპა?

სოსო ცინცაძე: ირაკლი ღარიბაშვილი  მართლა ნაპოლეონივით თავგვერდა სიარულმა დაღუპა?

-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ საქართველოს  ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მის წინამორბედს?

 

-ღარიბაშვილი ისე წავიდა, როგორც მოვიდა. მას არც გამოცდილება ეყო პრემიერ-მინისტრის პოსტის შესანარჩუნებლად, მაგარამ  არც შინაგანი რესურსი ჰქონდა  ჭარბად - ცოტა თვში აუვარდა პოპულარობა.  პოზიორობა, ნაპოლეონივით თავგვერდა სიარული, ახალგაზრდა კაცისთვის მიუღებელი კატეგორიული ტონი,   გამოთქმები - ოპოზიციას არ ვცნობ და არ ვიცნობო,  მოკლე წინადადებები- ხელოვნური მეტყველება, რომლითაც ივანიშვილს ბაძავდა,  მოწყვეწტილ-მოწყვეტილი  ფრაზები, აი,  2-3 სიტყვის მერე წერტილი... არც  ამშვენებდა და არც ღირსებას მატებდა. 

 

 

ღარიბაშვილს ისღა დარჩენია,  სადმე ივანიშვილის სრუქტურაში იმუშაოს. პრემიერად ნამყოფი კაცი ხუთი  უფროსის ზედამხედველობის ქვეშ, სადაც ეტყვიან,  შენ ისევ პრემიერი ხომ არ გგონია თავი, სამსახურში რომ აგვიანებო,  ხომ ვერ იმუშავებს?! ის ხომ ევროპელი არ არის ასეთ ფაქტს გულგრილად შეხედოს?! ევროპაში ეგუებინ. მაგალითად, ბერლუსკონმა, რომელიც მილიონერიცაა და წაიგანგსტერებდა კიდეც,  რომ სასამართლომ  მისთვის დამამცირებელი  სამუშაოს შესრულება მიუსაჯა, თვითონ აირჩია ყველაზე შუფერებელი  და თავშესაფარში მწოლიარე მოხუც ავადმყოფებს ულიდა.

 

რაც შეხება კვირიკაშვილს, მას  კარგი გამოცდილება აქვს იმ მხივ, რომ ღარიბაშვილი, როგორც წინა კაცი, ხიდად გამოდგება. სხვა მხრივაც, ღარიბაშვილზე ბევრად ჭკვიანად გამოიყურება- მან დააჯერა ივანიშვილი, რომ,  არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მთავრობის პრეზიდენტთან მისვლა ტაქტიკური სვლა იქნებოდა. მისი პარლამენტში  გამოსვლაც ასეთსავე სვლაზე მიუთითებს.

 

                         ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: