მზია ფაილოძე: რატომ ნადგურდება 9000 ლარის ღირებულების ქათმის ხორცი?

მზია ფაილოძე: რატომ ნადგურდება 9000 ლარის ღირებულების ქათმის ხორცი?

 

    "საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის" ხელმძღვანელი მზია ფაილოძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში გასანადგურებლად გამზადებულია "ბიო-ბიო"-ს ფირმის 2 ტონამდე ქათამი. მისივე თქმით, ბრძანება თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ გასცა.

 

   -"ყურადღება !!! ყურადღება ! ! ! საბოტაჟი თუ მიზანმიმართული მავნებლობა?! დღესდღეისობით თბილისის ბაგა-ბაღებში გასანადგურებლად გამზადებულია "ბიო-ბიო"-ს ქათამი, რომელიც ქსელში შეტანილი იქნა 26, 27 იანვარს ნედლი სახით.     ჯამრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით შეწყდა სააღმზრდელო პროცესი. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ გასცა ბრძანება გამოუყენებელი ქათმის ხორცი შეენახათ საყინულეებში, რომელიც შემდგომში იქნებოდა განადგურებული და გადაყრილი.სააგენტოს მიერ 5 თებერვალს გამოიცა ბრძანება 2 ტონამდე, 9000 ლარის ღირებულების ქათმის ხორცის განადგურებისა,(რაშიც კიდევ დამატებით თანხაა გადასახდელი).

დღეს, როცა ნაგვის ბუნკერებში მშიერი ადამიანები საჭმელს ეძებენ, როცა უამრავ ბავშვს შია, საინტერესოა როდიდან არის აკრძალული გაყინული ქათმის ხორცის ჭამა?

 

    სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით აღნიშნულ პროდუქტზეიკარგება მხოლოდ ხარისხი და არ არის მავნებელი. თუკი სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაყინული ქათმის ფილეს ჭამა არის ნებადართული,რატომ არ შეიძლება ამ სახით ქათმის ხორცის მიწოდება და არაგანადგურება.

 

   გამოფხიზლდი ხელისუფლებავ და მერია.  დროა არაკომპეტენტური კადრები აღარ მართავდნენ სკოლამდელ სისტემას!

ისმის კითხვა:ხომ არ მიანიშნებს ეს ქმედება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უნიათობაზე, რომელიც არის პირდაპირმიმართული მთავრობისა და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ? ნუთუ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს იმის საშუალება, 2 ტონაზე მეტი პროდუქტი გაანადგუროს, მაშინ როცა ხალხს უზომოდ უჭირს, უამრავი ოჯახი შიმშილობს???.... ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კარგად იცოდა ,ორშაბათისთვის პროდუქტის გამოყენება შეუძლებელი რომ იქნებოდა, რატომ მოხდა სპეციალურად დაძველება, როცა შეიძლებოდა მისი გადაცემა ხუთშაბათ-პარასკევს მომუშავე ობიექტებისათვის? ვინ უნდა აგოს აღნიშნულზე პასუხი, თუ არა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც გადართულნი არიან ბაღებში შტატების გამოთავისუფლებითა და გაურკვეველი განათლებისა და "წარმოშობის" ხალხის დასაქმებით?

 

     ბატონებო...............გვიშველეთ!"

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: