ბადრაგის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

ბადრაგის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღუდუშაურის კლინიკაში ინციდენტი მოხდა, რომლის შემდეგ, 48 წლის ბადრაგი გარდაიცვალა.


ეს ფაქტი ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ  მარინა გელანტიამ დაუდასტურა.

ბადრაგის გარდაცვალების მიზეზი პატიმრებს შორის დაპირისპირება გახდა. 


„პატიმრები ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ საღამოს გადმოიყვანეს და მათ ზედამხედველობას 10-ზე მეტი ბადრაგი უწევდა.


ინციდენტის შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი, მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა“, - აცხადებს გელანტია
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით.


გამოძიება უკვე დაწყებულია და ინციდენტის დამსწრე ყველა პირი, მათ შორის მედპერსონალი, დაკითხვაზე იმყოფება.

ინციდენტში მონაწილე პატიმრები   ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დააბრუნეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: