რეკომენდაციები მიწის რეგისტრაციის კანონთან დაკავშირებით (ვიდეო)

რეკომენდაციები მიწის რეგისტრაციის კანონთან დაკავშირებით (ვიდეო)

    საჯარო რეესტრის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" შეაფასა.

 

   არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიწის რეგისრტაციასთან დაკავშირებით რეფორმებია გასატარებელი, თუმცა მთავრობის ინიციატივა საფრთხეებს შეიცავს. რადგან სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება.

 

   -"შეიძლება ერთ წელიწადში დავდგეთ ისეთი მოცემულობის წინაშე, რომ ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ, რომელიც ცხოვრობს წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთზე, ვერ მოახერხოს ამ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და შესაბამისად სახელმწიფომ შეიძლება განკარგოს ეს მიწის ნაკვეთი. ფაქტობრივად ისინი დაკარგავენ თავიანთ საკუთრებას," - განაცხადა ეკა გიგაურმა.

   

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: