ანი დარსალია მერიას და ბაღების მართვის სააგენტოს მიმართავს

ანი დარსალია მერიას და ბაღების მართვის სააგენტოს მიმართავს

   “საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელი მზია ფაილოძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  რომ თბილისის ბაგა-ბაღებში გასანადგურებლად გამზადებულიაბიო-ბიო“-ს ფირმის 2 ტონამდე ქათამი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გაერთიანებული საზოგადოება“ გამოეხმაურა. როგორც მოძრაობის ლიდერმა, ანი დარსალიამ განაცხადა, მოძრაობა მიმართავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და თბილისის მერიას, გადასცენ ეს ქათმები მათ და დაარიგებენ შეჭირვებულ ოჯახებში.

   -„დღეს, როცა ამდენი მშიერი ადამიანი დადის, როცა ბევრი ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და პურის ფულიც არ აქვთ, რომ ბავშვებს აჭამონ, 2 ტონა ფრინველის ხორცის განადგურება სხვა რომ არაფერი-დანაშაულია. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით აღნიშნულ პროდუქტზეიკარგება მხოლოდ ხარისხი და არ არის მავნებელი. თუკი სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაყინული ქათმის ფილეს ჭამა არის ნებადართულირატომ არ შეიძლება ამ სახით ქათმის ხორცის მიწოდება და არაგანადგურება. გაყინულ ქათამს ჩვენც ხომ ვყიდულობთ და მივირთმევთ...

   პროდუქტის განადგურების მაგივრად იფიქრონ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ნამდვილად წაადგებათ ოჯახში საკვები.

„გაერთიანებული საზოგადოება“ მივმართავთ სააგენტოს და მერიას, გადმოგვცენ ქათმები, ან ჩვენ გადავცემთ იმ ოჯახების სიას, სადაც თავად შეეძლებათ მიტანა. მივმართავთ ხელისუფლებას, მოდით, ერტად ვაკეთოთ საჭირო და კეთილი საქმე.

ჩვენი ორგანიზაცია დღესვე ოფიციალურად მიმართავს აღნიშნულ სტრუქტურებს და ვფიქრობთ სხვებიც შემოგვიერთდებიან ამ საჭირო საქმეში“-განაცხადა დარსალიამ.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: