გეგი ქელბაქიანს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა

გეგი ქელბაქიანს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია "ენ-სი-სი"-ს გენერალურ დირექტორს გეგი ქელბაქიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 150 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.


რაც შეეხება ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს, მასთვის სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განსაზღვრა.


 საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ბრალდების მხარემ ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დაკავებულებმა გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა, მიმალვა, ქვეყნიდან წასვლა, ან მოწმეებზე ზეწოლა სცადონ.


დაცვის მხარემ უსაფუძვლოდ მიიჩნია პროკურორის არგუმენტი, დაკავებულების მიმართ წაყენებული ბრალდებები და ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის გათავისუფლება მოითხოვა.

კომპანია "ენ-სი-სი"-ს გენერალურ დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე ორი დღის წინ დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და გ პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: