ზაზა ფირალიშვილი: კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ჩვენ მოგვიძღვნა!

ზაზა ფირალიშვილი: კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ჩვენ მოგვიძღვნა!

რა უნდა თქვა კაცმა ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებაზე? ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ვიცოდი, რომ რომ არსებობდა მშრომელი, გონიერი და ზნეობრივი ადამიანი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ჩვენ მოგვიძღვნა. რაც მან გააკეთა, ყველა ჩვენგანის ცხოვრებას ცვლის და მეტი ნათლით ავსებს - თუნდაც გაგონილიც არ გვქონდეს პლატონის, მარკუს ავრელიუსისა და სხვათა სახელები. თარგმანებისთვის დართული შესავალი ტექსტი და კომენტარები ცალკე დიდ სამეცნიერო ნაშრომს წარმოადგენდა. 

 

მისი "მიქელანჯელოს პოეზია" ჩემთვის დღემდე ესეისტიკის მწვერვალად რჩება. 

 

თუ არა ბატონი გურამ თევზაძის მონდომება, იგი ბოლომდე სამეცნიერო ხარისხის გარეშე დარჩებოდა. აკადემიის წევრადაც ისე აირჩიეს, რომ თავად არ უზრუნია ამაზე. ისე თავისთავად მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. 

 

უცნაურია, მაგრამ ასეა: ერთი ადამიანის ჩუმ ღვაწლს ძალუძს გადაარჩინოს ის, რასაც ათასები ანადგურებენ. 

 

მისი არსებობა გავალდებულებს რაღაცას. 

 

ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გავიხსენე, რამდენი ხანია, არ მინახავს მეთქი. ჩანს, გული მიგრძნობდა!..

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: