გია ხუხაშვილი: რად გვინდა სამხედრო პორტი, როცა საკუთარი ფლოტი არ გვყავს?!
“ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი
-ბატონო გია, როგორ შეაფასებთ ე.წ. ანაკლია-პორტის მშენებლობას?
-საინტერესო პროექტია, მით უმეტს, იმიტომ, რომ მის მშენებლობაში კერძო ინვესტიცია იდება. თუმცა, ჯერ ერთი, ამ პორტის მშენებლობის აუცილებლობა ქვეყანაში არ არსებობდა, რადგან, საქართველოზე გამავალი ტვირთბრუნვის პერსპექტივის მიხედვით, სამი პორტი საკმარისი იყო ამისთვის. რა საჭირო იყო მეოთხე, არ მესმის.
მეორე, არ მგონია ეს პორტი სამხედრო დანიშნულებისთვის შენდებოდეს. რად გვინდა სამხედრო პორტი, როცა საკუთარი ფლოტი არ გვყავს? (საქართველოსთვის ღიმილისმომგვრელი თემაა).
პრობლემა შეიძლება გამოიწვოს მეოთხე პორტმა, რადგან დღევანდელ ტვირთბრუნვას სრულიად უზრუნველყოფს სამი პორტი და აქედან შემოსავალსაც იღებენ, ტვირთები რომ ოთხზე გაიყოფა... აი, ამან შეიძლება მრავალგვარი დისბალანსი გამოიწვიოს.
ჩემი აზრით, ასეთი ტიპის პროექტები ეკონომიკურად უკეთ უნდა გაანალიზდეს.
ესაუბრა ია ჯღარკავა