გაუქმდეს აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დაწესებული გადასახადი
საქართველოს მთავრობას
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზება, ჩატარება და გამოცდების შედეგების შეფასება.
ასევე, ცენტრის ფუნქციაა ერთიანისამაგისტრო, მოსწავლეთა გამოსაშვები და სხვა სახის გამოცდების ადმინისტრირებაც.
ცალკეული შენიშვნების მიუხედავად, ჩვენ მთლიანობაში, დადებითად ვაფასებთ ცენტრის საქმიანობას, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ყოველივე ამ საქმიანობის უზრუნველყოფისთვის ცენტრი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მაგალითად, 2016 წელს მისი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეადგენს 11 მლ. 715 ათას ლარს. ასეთი დაფინანსების პირობებში გაუგებარია ერთიან ეროვნულ თუ სხვა გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დაწესებული გადასახადის არსებობა. აბიტურიენტისთვის ეს გადასახადი საშუალოდ 40 ლარს შეადგენს, რაც, ბუნებრივია აწვება დამატებით ტვირთად მშობელთა ბიუჯეტს .
ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო მოვითხოვთ გამოცდებზე რეგისტრაციის გადასახადის გაუქმებას და იმ აბიტურიენტთათვის თანხის უკან დაბრუნებას, რომლებმაც მიმდინარე წელს უკვე გაიარეს რეგისტრაცია.
მოვუწოდებთ აბიტურიენტებს და მათ მშობლებს შემოგვიერთდნენ მოთხოვნაში.
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი