ნიკოლოზ დევიძე: მერიის საქციელი საზოგადოების დაცინვაა!

ნიკოლოზ დევიძე: მერიის საქციელი საზოგადოების დაცინვაა!

   "გაერთიანებული საზოგადოების" გამგეობის წევრი ნიკოლოზ დევიძე მერიის მიერ ისანი-სამგორის პროკურორის შვილის საფრანგეთში გამგზავრების დაფინანსებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ხალხის დაცინვაა.

 

-"დღევანდელ დღეს,  როდესაც მერია ისედაც არ მუშაობს და უამრავი ფაქტია ბატონი ნარმანიას წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა ყოველდღე ჩვენ ვიგებთ ახალახალ ფაქტებს, რაც მერიის არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს. ორი დღის წინ გავრცელდა დასაბუთებული ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ მერია მიუხედავათ იმისა, რომ აფინანსებდეს სოციალურად დაუცველი სტუდენტების განათლებას იქცევა საწინააღმდეგოდ და აფინანსებს ხალხს, რომელთაც სწავლის გადასახადების დაფარვა არ უჭირს და სრულიად დაუმსახურებლად ატარებს სოცილურად დაუცველის სტატუსს. მაგალითად: (მოქალაქე თ.გერგედავას საზღვარგარეთ, საფრანგეთში (პარიზი) სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად, მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით თბილისის 2015 წლის ბიუჯეტიდან დახმარების სახით, გამოეყოს 5 400 ლარი.ნარმანიამ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის - ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს, პარიზში გასამგზავრებელი თანხა სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან ჩაურიცხა და იქვე აღნიშნა- პარიზში სწავლობს, თუმცა მისი ოჯახს ძალიან უჭირსო...) რეალურად გაჭირვებული ხალხი რჩება განათლბისა და ლუკმა პურის გარეშე. დღევანდელ დღეს სტატისტიკის თანახმად საქართველოში სტუდენტზე იხარჯება 375$, იტალიაში 7250$, გერმანიაში 4595$ და ა.შ. ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის უმთვრესი მიზანი და გეგმა უნდა იყოს განათლებაში მეტი ინვესტიციება. რეგულაციების შემოღება რაც არ ხდებოდა"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"დროს და არ ხდება დღეს კოალიცია " ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. 

 

არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია "გაერთიანებული საზოგადობა" სტუდენტების და სოცლიალრად დაუცველების სახელით ეხმაურება და აფასებს როგორც საზოგადოების დაცინვად. 

 

ფრთხილად, ბატონებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით ნურც ოპოზიცია და ნურც პოზიცია !"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: