გველესიანი აცხადებს, რომ წულუკიანი და ქალაქის მერია მოსახლეობის ინტერესებს ფეხქვეშ თელავენ!
კერძო მესაკუთრე თეიმურაზ გველესიანი თავის ინტერესებს იცავს და მისთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არ დარეგისტრირებაზე იუსტიციის მინისტრს, საჯარო რეესტრს და დედაქალაქის მერიას ადანაშაულებს. როგორც მისი ადვოკატი გიორგი თოიძე აცხადებს, პროცესები დარღვევით მიმდინარეობდა და სასამართლომაც არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
მესაკუთრე და ადვოკატი პრემიერს, პრეზიდენტს და თეაწულუკიანს მიმართავენ და საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.
გველესიანი აცხადებს, რომ წულუკიანი და ქალაქის მერია მოსახლეობის ინტერესებს ფეხქვეშ თელავენ!
იურისტი კი დასძენს, რომ არც სასამართლოს იმედი აქვთ, რადგან ამ უწყებაზეც ხელი მიუწვდება წულუკიანს.