ვინ აფარებს ხელს ხაზინის ქურდებს ენერგეტიკის სამინისტროში?
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურების სამინისტროს თანამშრომლები სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ენერგეტიკოსები ხელმძღვანელობას არაპრინციპულობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
ამ განცხადებით ,,ივერიონს“ ენერგეტიკის სამინისტროდან დაუკავშირდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს.
სანდო წყაროს ინფორმაიით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ენერგოსისტემაში სხვადასხვა დროს 200 მილიონი ლარია გაფლანგული, მაგრამ ამ საქმის გამოძიებას სამინისტროს არც ახალი ხელმძღვანელობა აპირებს.
ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ ამ საქმეების გამოძიებას მინისტრთან კახი კალაძასთან შეთანხმებით, მისი მოადგილე ვალიშვილი ბლოკავს. სამინისტროს თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ვალიშვილს პირადი დაინტერესება აქვს და ძველ საქმეებს ამიტომ არ ამზეურებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კორუფციულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი. საქმე იმაშია, რომ სწორედ მინისტრის მოადგილის ძალისხმევის შედეგად არ ხდება იმ დოკუმენტაციის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა, რომლებიც 200 მილიონი ლარის გაფლანგვას დაადასტურებს.
სამინისტროს თანამშრომლების მტკიცებით, უწყებაში ბადრი ბასიშვილის და გია უდესიანის „ზონდერ ჯგუფის“ წარმომადგენლები არიან გაფორმებულნი, რომლებიც საკმაოდ მაღალ ხელფასებს იღებენ. კერძოდ, ბასიშვილის ,,ზონდერ ჯგუფის“ 100 და უდესიანის 50 წარმომადგენელი სამინისტროს სხვადასხვა სამსახურშია გაფორმებული.
სამინისტროს თანამშრომლები აპროტესტებენ ერთ-ერთ საკვანძო პოსტზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი გოდაბრელიძის დანიშვნას. მათივე თქმით, გოდაბრელიძე სამინისტროში საკუთარი გუნდის მოყვანასაც აპირებს.
სამინისტროში აცხარებენ, რომ თუ გოდაბრელიძე საკუთარ ,,ზონდერ ბრიგადას“ ნამდვილად მიიყვანს სამინისტროში, თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.