კომპანია “ატინაკი” ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგ

კომპანია “ატინაკი”  ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგ

   “რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მხრიდან ადგილი აქვს კანონდარღვევას. ის ლობირებს აზერბაიჯანულ კომპანია „აზერაგრარტიკინტს“, რომელმაც ტენდერში ძალიან საეჭვოდ გაიმარჯვა“ – ამის შესახებ, თურქული კომპანია „ატინაკის“ადვოკატმა, ზაზა შერმადინმა განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვებული კომპანია საკუთარ სამშობლოში საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს, საქართველოში კი 37 მილიონიან ტენდერს იგებს, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს.

 

 

   „ჩვენ ამ ყველაფრის შემდეგ მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გვინდოდა მოგვეპოვებინა დოკუმენტები, რომელიც საფუძვლად დაედო ტენდერის შედეგებს, აღნიშნულ ინფორმაციას დღემდე ველოდებით. 4 მილიონ დოლარიანი სხვაობაა ფასში რეალურ გამარჯვებულ თურქულ კომპანია ATINAK-თან. კომპანიამ ერთი კვირის წინ სამინისტროს მიმართა ოფიციალურად დიდი რაოდენობით სამშენებლო ტექნიკის დასაქირავებლად, მაშინ, როცა ატინაკს საკუთარი ტექნიკა ჰყავს და ეს სატენდერო განცხადებაშიც არის აღწერილი.

 

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში კომპანია ატინაკს აზერბაიჯანში 300 მილიონ დოლარამდე ანალოგიური სამუშაოები აქვს შესრულებული. აზერბაიჯანულ კომპანიას ელემენტარული საიტიც კი არ გააჩნია, რაც უბრალოდ ეჭვს იწვევს, როდესაც მსგავსი მასშტაბის და მოცულობის ტენდერში იმარჯვებს.

 

აქედან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მინისტრის მხრიდან ადგილი აქვს გამარჯვებული კომპანიის ლობირებას“- აცხადებს ზაზა შერმადინი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: