გიორგი ტიგინაშვილი: მავანი ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების, დესტაბილიზაციისა და ქაოსის ინსპირირება მოახდინოს!

გიორგი ტიგინაშვილი: მავანი ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების, დესტაბილიზაციისა და ქაოსის ინსპირირება მოახდინოს!

ხშირად გაიგონებთ სკეპტიკოსი და ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოებისგან, რომ ქვეყანას უჭირს და ეს მთავრობა არ ვარგაო...

 

კი, მაგრამ, ხალხნო, საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ სიღარიბეა აგერ უკვე 25 წელია და ეს ივანიშვილის ბრალია? ან რომელ სახელმწიფოს დაუძლევია სიღარიბე 3-4 წელიწადში?

 

წარმოიდგინეთ ამჟამინდელი რეალობა: ცრუსთავი2-ის პროპაგანდისტული ბეგრაუნდი, სააკაშვილის მოუსვენარი მტრობა, მისი ლობისტების ხელისშემშლელი ზეწოლა, ამერიკის საელჩოს მუდმივი დირექტივები და წნეხი შიდა გადაწყვეტილებებზე, დიპკორპუსის დამტუქსველი პათეტიკა, ევროკავშირის, აშშ-ს სენატორებისა თუ კონგრესმენების და გაეროს მოსყიდული ნაცმფარველების რიტორიკა, ადგილობრივი საბოტაჟი, რუსული აგრესია, ნაცთა სექტისა და მათი სატელიტი არასამთავრობოების ჭიჭყინი!..

 

სწორედ, ამ პირობებში უწევს დღევანდელ ხელისუფლებას მუშაობა და ფიქრობთ, რომ ეს ადვილია?

 

თუ ასე პრიმიტიულად უნდა ვთქვათ - "დაურიგოს ბიძინამ ხალხს ფულები საჩუქრად, რა მოხდება?!" დაახლოებით ეს მოთხოვნაა ირიბი თუ პირდაპირი ნაცისტებისგან...

 

მე პირადად, პრობლემებს ვხედავ, ჯერ კიდევ არაერთი წელი, ურთულესი გამოწვევებისა და დაბრკოლებებების გადალახვა მოუწევს ნებისმიერ მთავრობას, მაგრამ გაკეთებულ საქმეებსაც უნდა დანახვა?!

 

არსებითად შეიცვალა ატმოსფერო - თუკი მაშინ იყო ტერორი და შიში, გაუპატიურებები და წამება, ქონების წართმევა და დაპატიმრებები, ოპონენტების მკვლელობები და მიტინგების რბევა, სასამართლოსა და პოლიციის პოლიტიზირება, უკანონო მოსმენები და დაბეზღებები, მუდმივი ისტერია და მუქარა - დღეს ეს ასე აღარ არის.

 

ცხადია ეს არ კმარა, მაგრამ ეს არის პროგრესი. ვისაც ამის დანახვა არ სურს, ესეც მისი უფლებაა და ნებისმიერ შემთხვევაში ოპონენტის აზრს კორექტულად უნდა მივუდგეთ და პიროვნულ დაპირისპირებაში არ უნდა გადავზარდოთ.

 

ეს ელემენტარული ეთიკის, ტაქტისა და ზრდილობის საკითხია.

 

მავანი ყველანაირად ცდილობს რომ სამოქალაქო დაპირისპირების, დესტაბილიზაციისა და ქაოსის ინსპირირება მოახდინოს, ჩვენ კი ამ პროვოკაციაზე არ უნდა წამოვეგოთ და ცივი გონებით მივუდგეთ ამჟამინდელ მოცემულობას.

 

სადღეისოდ მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ ღირსება დაცული მაქვს და მუდმივ საფრთხეს მაინც აღარ ვგრძნობ როგორც თავისუფალი მოქალაქე.

 

ეს უკვე წინსვლაა, დასაფასებელია და იმედის მომცემიც!

 

ასე რომ, სავსე კუჭს, ლაღი ატმოსფერო გვერჩივნოს, როგორც ამას აკაკი წერეთელი იტყოდა: სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარიო!

 

დღეს კი თავისუფლებისთვის სიკვდილთან ჭიდილიც აღარ გვიწევს. ამიტომ მხოლოდ ნეგატივზე აპელირება არ შეიძლება.

 

შემირცხვენია იმის ადამიანობა, აზროვნება და სულისკვეთება, ვინც ნაცების დაბრუნებას ემხრობა.

 

უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს დაბოღმილი კასტა რომ ხელისუფლებაში კვლავ მოვიდეს რამხელა რეპრესიებს, ძალადობასა და ბოროტებას ექნება გასაქანი - ისინი არავის არ დაგვინდობენ და სამოქალაქო ომზეც წავლენ! მათთვის ხომ სამშობლოს ცნება არ არსებობს?!

 

ასე რომ, ფრთხილად და ფხიზლად ვიყოთ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: