პარტიების ხელოვნური გაერთიანება ქვეყანაში სიტუაციას უფრო დაამძიმებს!
ქვეყანაში საარჩევნო კამპანია იწყება და პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ განცხადებებს შესაძლო გაერთიანების შესახებ. „თეთრების“ თავმჯდომარემ თემურ შაშიაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს მოსაზრება გააჟღერა.
„ჩვენ შეცდომად ვთვლით მოწოდებას პარტიების გაერთიანების შესახებ. პარტიათა ისეთი გაერთიანების, რომელიც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვით, ბიუჯეტიდან მიღებული ფულის განაწილებისთვის იქმნება. პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, ჩვენ როგორ მოვხდეთ პარლამენტში და მივიღოთ დაფინანსება პარტიისთვის, არამედ იმაზე, რომ დავჯდეთ მრგვალ მაგიდასთან და ვიფიქროთ დღევანდელ რთულ და გადამწყვეტ მომენტში ვინ უფრო საჭიროა პარლამენტისთვის. იქნებ მინდია უგრეხელიძე, ან ლადო ჭანტურია უფრო საჭირონი არიან პარლამენტისთვის, ვიდრე ჩვენ,პარტიათა ლიდერები...“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
მისი თქმით, პარლამენტს გარეთ მყოფი ყველა პარტია რომ გაერთიანდეს და მარტო ლიდერები შევინენ პარლამენტში, შედეგი შემაშინებელი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი ნამდვილი უცხოელი მეგობრებისთვის.
„ჩვენ საკითხს ასე ვაყენებთ: ვიფიქროთ არა იმაზე, რომ საკუთარი სკამი გვქონდეს პარლამენტში, არამედ პარლამენტში მოხვდნენ ძლიერები“.
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
8.06.2016წ