ნუ მივიღებთ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ მემკვიდრეობას!
სოციალურ ქსელით მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერის გავრცელებამ, რომელშიც, სავარაუდოდ, ოდესის გუბერნატორი ნაცმოძრაობის ლიდერებს ესაუბრება "რევოლუციურ სცენარზე", ქართულ მასმედიაში „მწვავე დისკუსიის“ საბაბი გახდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მასალის აუთენტურობას დაეთმო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სახელმწიფო გადარტიალებისა თუ რევოლუციის მოხდენის ვითომდაც არსებული საფრთხით მოსახლეობის დაშინება მმართველი ძალის მხრიდან საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დაიწყო და, სავარაუდოდ, თავის პიკს ბოლო საარჩევნო კვირაში მიაღწევს. ამ კამპანიის სულისჩამდგმელი და წარმმართველია მმართველი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“, რომელიც თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დაუფარავად იყენებს სახელმწიფო რესურსს.
სამართლიანობისთვის ავღვნიშნავთ, რომ ტრადიცია გრძელდება - ადრინდელი მმართველებიც "წარმატებით" იყენებდნენ ამ მეთოდს და, როგორც ჩანს, მემკვიდრეობით გადაეცა "ქართულ ოცნებასაც".
კამპანიის მიზანია ქართული ოცნების ერთადერთ რეალურ ოპონენტად წარმოჩენილ იქნას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც დიდი ხნის წინ გაუკეთა საკუთარ თავს დისკრედიტაცია საქართველოს ხალხის თვალში, როგორც ანტისახელმწიფოებრივმა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ. ის გარემოება, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში არსებული სისტემური დანაშაულის მხილება სატელევიზიო შოუებისა და სამზარეულოში საუბრების დონეს ვარ ასცდა, ამყარებს ეჭვს ამ ორ ორგანიზაციას შორის ფარული გარიგების არსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული კამპანია არის ნაწილი „შუას გაკრეფის“ პოლიტიკისა, რომელიც ითვალისწინებს რეალური პოლიტიკური პროცესიდან მოსახლეობის ყურადღების წარმოსახვით საფრთხეებზე გადატანის გზით ჯანსაღი პოლიტიკური ძალების როლის მიჩქმალვასა და მათს ჩამოცილებას საზოგადოებრივი სარბიელიდან ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, ქართველი ხალხის არჩევანის შეზღუდვას ცუდსა და უარესს შორის.
მოვუწოდებთ საქართველოს ამომრჩევლებს არ წამოეგონ ხელისუფლების ფანდზე, გამოიჩინონ მაქსიმალური წინდახედულება და 8 ოქტომბერს ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც მათს ინტერესებს დაიცავს.
„სახალხო პარტია“